ნიკა მელიამ მამუკა ბახტაძის წინადადებას უპრეცედენტო უწოდა: „ის, რაც დღეს ხდება ქართული ოცნების თავს, მანახეთ ერთი სახელმწიფო, სადაც მსგავსი პრეცედენტი მომხდარა“
18-06-2018, 15:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მამუკა ბახტაძის მიერ წარმოდგენილ წინადადებას, რომ უახლოეს დღეებში მთავრობის დროებითი შემადგენლობა დამტკიცდეს და პარლამენტისთვის ახალი მინისტრთა კაბინეტის წარდგენა სტრუქტურული ცვლილებების შემდეგ მოხდეს, უპრეცედენტოს უწოდებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია.

 


„ის, რაც დღეს ხდება ქართული ოცნების თავს, მანახეთ ერთი სახელმწიფო, სადაც მსგავსი პრეცედენტი მომხდარა. ე.ი. ამტკიცებენ მინისტრებს, რომლებზეც ამბობენ, რომ რეალურად ეს მინისტრები აღარ იქნებიან 2-3 კვირაში. ვერ დალაგდნენ, ვერ გაიგეს რა აკეთონ თავად ხვალ და ზეგ. არ არსებობს გეგმა კონკრეტული და ყოველი დღე მიანიშნებს იმაზე, რომ ქვეყანას ხელისუფლება მიაქანებს უფსკრულისკენ. ამიტომ, საზოგადოება, სამოქალაქო სექტორი, ყველა ღირსეული ოპოზიციური პარტია აუცილებლად უნდა იყოს აქტიური როგორც არასოდეს, რომ რაც შეიძლება სწრაფად ქვეყნის განვითარება დავიწყოთ და ქვეყნის განვითარებას არ ექნება ადგილი, სანამ ქართული ოცნება იქნება სადავეებთან“, განაცხადა ნიკა მელიამ თემის კომენტირებისას „რუსთავი 2“-თან.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი