დავით უსუფაშვილი: „ასე სახაჭაპურეც კი არ იმართება... საჭიროა, სასწრაფოდ, პრემიერ მინისტრობის კანდიდატს ვინმემ კონსტიტუცია მიაწოდოს“
18-06-2018, 15:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ასე სახაჭაპურეც კი არ იმართება, არათუ სახელმწიფო. თუ კიდევ რამე გამიკვირდებოდა ამ დღეებში, ნამდვილად არ მეგონა, ასე აფასებს „შენების მოძრაობის" დამფუძნებელი და თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი პრემიერ მინისტრობის კანდიდატის, მამუკა ბახტაძის წინადადებას, რომ უახლოეს დღეებში მთავრობის დროებითი შემადგენლობა დამტკიცდეს და პარლამენტისთვის ახალი მინისტრთა კაბინეტის წარდგენა სტრუქტურული ცვლილებების შემდეგ მოხდეს.

 

 

როგორც უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, „საჭიროა, სასწრაფოდ, მთავრობას თუ დასახელებულ კანდიდატს პრემიერ მინისტრობის ვინმემ კონსტიტუცია მიაწოდოს და კონსტიტუციას ჩახედონ".

 

 

„და ყველა, ვინც ამაზე საუბრობს, ერთხე და სამუდამოდ ჩამოყალიბდნენ იმაში, რომ ეს ქვეყანა იმართება კონსტიტუციით. რას ნიშნავს, ცოტა ხანი დავამტკიცებთ, მერე სხვა რაღაცას გავაკეთებთ და მერე კიდევ დავამტკიცებთ? თუ ის კანონი არ მიიღეს სტრუქტურული ცვლილების ს შეცვლაზე, ან ახალი შემადგნელობა არ წარმოადგინა, ჰაიჰარად დამტკიცებული მთავრობა დარჩეს ქვეყანას? ყოველად წარმოუდგენელია, ხალხო, მე ნამდვილად არ მეგონა, თუ ამ დღეებში კიდევ რამე გამიკვირდებოდა. ახლა იმედი პარლამენტზეა. იქნებ, პარლამენტში მაინც ეყოს ვინმეს ცოდნაც, სახელმწიფოებრივი აზროვნებაც და მიდგომებიც და ახალ პრემიერს თუ პრემიერობის კანდიდატს ამ საწყის ეტაპზევე კარგად განუმარტონ, რა საქმეს კიდებს ეს კაცი ხელს, რა ჩარჩოებში უნდა ჩასვას თავისი თავიც და მთავრობაც და რა შემთხვევაში შეძლებს ქვეყნის ასე თუ ისე გაძღოლას", აცხადებს დავით უსუფაშვილი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი