„დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოსთვის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე ეხმაურება პრემიერ მინისტრობის კანდიდატის, მამუკა ბახტაძის წინადადებას, რომ უახლოეს დღეებში მთავრობის დროებითი შემადგენლობა დამტკიცდეს და პარლამენტისთვის ახალი მინისტრთა კაბინეტის წარდგენა სტრუქტურული ცვლილებების შემდეგ მოხდეს.
როგორც ბურჯანაძე ბრიფინგზე აღნიშნა, იმ პირობებში, როდესაც ბიძინა ივანიშვილი მართავს ყველაფერს, არ აქვს მნიშვნელობა ვინ რომელი სამინისტროს ხელმძღვანელი პირის პოსტს დაიკავებს და რამდენი საინისტრო იქნება.
„იმას კი არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი სამინისტრო იქნება, არამედ იმას აქვს მნიშვნელობა იმას, რამდენად მცოდნე და კომპეტენტური ადამიანები იქნებიან ამ სამინისტროების ხელმძღვანელები. პრემიერობის კანდიდატით თუ ვიმსჯელებთ, შეგვიძლია აბსოლუტურად ერთმნიშვნელოვნად ვთქვათ, რომ არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ათი სამინისტრო იქნება თუ ასი.
მე მაქვს პრეტენზია ბიძინა ივანიშვილთან მიმართებაში და არა რომელიმე მინისტრთან მიმართებაში, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება რომელი სამინისტროს სკამზე, სანამ ბიძინა ივანიშვილი მართავს ყველაფერს.
კაცმა ისე გადააყენა პრემიერ მინისტრი, უმრავლესობამ საერთოდ არ იცოდა პრემიერ მინისტრის გადაყენება თუ იგეგმებოდა. საქართველოს განკარგავს ერთი ხელი. ხელი მდიდარი ადამიანის, რომელიც დღესაც კი, მთავრობის დაკომპლექტების დროს, არ ჩნდება საკუთარ უმრავლესობასთანაც კი. ამ ვითარებაში ქვეყანას გამოსავალი არ აქვს მინისტრების შეცვლით ან პრემიერ მინისტრების შეცვლით, გამოსავალი არის სრული ცვლილება, რაც შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ არჩევნების გზით", აცხადებს ნინო ბურჯანაძე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.