ირაკლი კობახიძის განცხადებით, როდესაც იმართება საკომიტეტო მოსმენა, ან პოლიტიკურ ჯგუფებთან შეხვედრა, ეს უნდა იყოს საკომიტეტო მოსმენა და პოლიტიკურ ჯგუფებთან შეხვედრა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ საკომიტეტო და პოლიტიკური ჯგუფების ფორმატში მთავრობის განახლებული შემადგენლობის მოსმენაზე, რეგლამენტით დადგენილი პროცედურა უნდა იქნას დაცული.
„რეგლამენტის თანახმად, როდესაც იმართება საკომიტეტო მოსმენა, ან პოლიტიკურ ჯგუფებთან შეხვედრა, ეს უნდა იყოს საკომიტეტო მოსმენა და პოლიტიკურ ჯგუფებთან შეხვედრა. ამ პრინციპიდან გადახვევა გვქონდა ჩვენ წინა მოსმენის შემთხვევაში, როდესაც, მაგალითად, პოლიტიკურ ჯგუფებში მოსმენას ესწრებოდნენ არა მხოლოდ შესაბამისი პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლები, პარლამენტის წევრები, არამედ, ასევე, სხვა პირები, არა ფრაქციის წევრები, არა დეპუტატები, რომლებიც, ასევე, კითხვებსაც სვამდნენ მთავრობის მიმართ, რაც არის, ბუნებრივია, რეგლამენტის საწინააღმდეგო მოვლენა. შესაბამისად, ჩვენ უნდა მივყვეთ რეგლამენტით დადგენილ პროცედურას. რა თქმა უნდა, სხდომები იქნება ღია და საჯარო, ექნება ნებისმიერ პირს იმის საშუალება, რომ დაესწროს სხდომას, მეორე იარუსზე, სტუმრებისთვის განკუთვნილ ლოჟაში, თუმცა, რაც შეეხება დარბაზს და რაც შეეხება კითხვა-პასუხს, იქნება, რა თქმა უნდა, კითხვების დასმა შესაძლებელი პარლამენტის წევრთა მხრიდან. კიდევ ერთხელ, ეს არის შეხვედრა ფრაქციასთან, უმცირესობასთან, უმრავლესობასთან და არა შეხვედრა შესაბამის პოლიტიკურ პარტიებთან“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.