საბრძოლო მოქმედებებსა და საერთაშორისო მისიებში დაჭრილმა და დაშავებულმა ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა შოტლანდიაში რთულ რელიეფზე მარშირებაში მიიღეს მონაწილეობა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გუნდის წარმომადგენელმა, კაპრალმა ბესიკ გოგობერიშვილმა რთულ რელიეფზე 16 საათში 36.5 მილი გაიარა და სამშობლოში ვერცხლის მედლით დაბრუნდა. მაიორმა მურთაზ ოსეფაიშვილმა კი, რომლსი თანმხლები პირები დავით დავლაშელიძე და გიორგი ჩაჩანიძე იყვნენ, 22 მილი 11 საათში დაფარეს და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
შოტლანდიაში „მარშირება რთულ რელიეფზე“ „Allied Forces Foundation"-ის (მოკავშირე ძალების ფონდი) ეგიდით ჩატარდა. მასში მონაწილეობა ქართველ სამხედროებთან ერთად სხვადასხვა ქვეყნის ათასზე მეტმა წარმომადგენელმა, მათ შორის დაჭრილმა და დაშავებულმა სამხედრო მოსამსახურეებმა შემდეგი ქვეყნებიდან მიიღეს: აშშ, გაერთიანებული სამეფო, დანიის სამეფო, უკრაინა.
ღონისძიება მიზნად დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების თავდაჯერებულობის და თვითშეფასების ამაღლებას ისახავს, რაც მათ თვითრეალიზაციაში დაეხმარება.
სპორტული ღონისძიებიდან შემოსული თანხა მოხმარდება ვეტერანებს, ასევე დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებსა და მათ ოჯახებს მოხმარდება.
ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.