საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პარლამენტი მიმდინარე კვირაში პრემიერ მინისტრობის კანდიდატს, მამუკა ბახტაძეს ნდობას გამოუცხადებს, რის შემდეგაც, ბახტაძე მთავრობის განახლებულ სტრუქტურასა და შემადგენლობას წარადგენს.
როგორც რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, იურიდიულ პროცესს, რომელიც პარლამენტმა უნდა გაიაროს, „სხვა ინტერპრეტაციები არ აქვს და ვერც ექნება".
„რეალურად, ამ კვირაში, ჩვენ პარლამენტში მამუკა ბახტაძეს ვუცხადებთ ნდობას და ვანიჭებთ მას პრემიერ მინისტრის სტატუსს და ლეგიტიმაციას. ამის შემდეგ, ბ-მა მამუკა ბახტაძემ უნდა წარმოადგინოს მთავრობის განახლებული სტრუქტურა და განახლებული შემადგენლობა. ვინაიდან, ჩვენ ვცხოვრობთ სამართლებრივ სახელმწიფოში, სადაც კანონი არის უზენაესი, სწორედ ამ პროცედურით პარლამენტში ჩვენ ვიცავთ კანონს და ამავე დროს, მამუკა ბახტაძეს ვუცხადებთ ნდობას და ვაძლევთ ლეგიტიმაციას, რომ ეს რეფორმა ჩაატაროს.
იურიდიულ პროცესს, რომელიც ამ კვირაში უნდა გავიაროთ პარლამენტში, სხვა ინტერპრეტაციები არ აქვს და ვერც ექნება. მისი ერთადერთი მთავარი მიზანი არის, რომ ჩვენ ნდობა გამოვუცხადოთ ახალ პრემიერ მინისტრს და მივცეთ მას შესაძლებლობა, რომ წარმოადგინოს მთავრობის განახლებული სტრუქტურა და შემადგენლობა", განაცხადა თალაკვაძემ ბრიფინგზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.