საქართველოს ეუთო-ში მუდმივწარმომადგენელთა ჯგუფი ეწვევა
18-06-2018, 19:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს, 19-21 ივნისს, ვიზიტად ეუთო-ს 30-მდე წევრი ქვეყნის მუდმივწარმომადგენელთა დელეგაცია ეწვევა. 2008 წლის შემდგომ, ეს ეუთო-ს ელჩების პირველი ვიზიტია საქართველოში.



„ეუთო-ს წევრი ქვეყნების ელჩები შეხვედრებს გამართავენ საქართველოს პრეზიდენტთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებთან. ასევე, იგეგმება შეხვედრები ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელობასა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.

 

 

ვიზიტის ფარგლებში მუდმივი წარმომადგენლები ეწვევიან საოკუპაციო ხაზს და მოინახულებენ ეუთო-ს დაფინანსებით განხორციელებულ პროექტს სოფელ სობისში. ელჩებს საშუალება ექნებათ გაეცნონ უსაფრთხოების კუთხით საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსებულ ვითარებას და ადგილობრივი მაცხოვრებლების მდგომარეობას. ასევე, მიიღონ ინფორმაცია ქვეყანაში დემოკრატიზაციის კუთხით გატარებული რეფორმების თაობაზე", აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი