დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მჭადიჯვარში სასმელი წყლის ჭაბურღილის მოწყობა დასრულდა
18-06-2018, 19:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დუშეთის მუნიციპალიტეტის მჭადიჯვრის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ მჭადიჯვარში სასმელი წყლის ჭაბურღილის მოწყობა დასრულდა.

 

 

დუშეთის მუნიციპალიტეტის მჭადიჯვრის ადმინისტრაციული ერთეულის, სოფ. მჭადიჯვარში დასრულდა ჭაბურღილის მოწყობა. პროექტის ფარგლებში, გაკეთდა 32 საუბნო ონკანი, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება 450-მდე ოჯახის წყალმომარაგება.

 

 

სასმელი წყლის პრობლემა სოფელ მჭადიჯვრის მოსახლეობას წლების განმავლობაში აწუხდებდა, საკითხის გადაწყვეტა მათ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერს - ზურაბ სეხნიაშვილს ერთ-ერთი შეხვედრისას სთხოვეს. ადგილობრივმა ხელისუფლებამ სოფლის წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად საჭირო ინფრასტრუქტურული პროექტი მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ლევან ზაუტაშვილისა და დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის გაერთიანებული ოლქის დეპუტატის ზაქარია ქუცნაშვილს ხელშეწყობითა და დახმარებით შეიმუშავა და განახორციელა.

 

 

დასრულებული სამუშაოები დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ სეხნიაშვილმა, მოადგილესთან ზაქარია ხეხელაშვილთან ერთად დაათვალიერა და მოსახლეობის აზრს გაეცნო- ადგილობრივები განხორციელებული სამუშაოებითა და შედეგით კმაყოფილნი არიან. აღსანიშნავია, რომ სამუშაოებს ასრულებდა კომპანია: შ.პ.ს „თერგი“, აღნიშნულია დუშეთის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი