დონალდ ტრამპი იმუქრება, რომ დამატებით 200 მილიარდი აშშ დოლარის ჩინურ პროდუქციაზე დააწესებს ტარიფებს
19-06-2018, 10:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

იმ ფონზე, როცა შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის მზარდი სავაჭრო აყალმაყალი გრძელდება, დონალდ ტრამპი იმუქრება, რომ დამატებით 200 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ჩინურ პროდუქციაზე დააწესებს ტარიფებს.

 


მან განაცხადა, რომ 10%-იანი ტარიფები ძალაში შევა, თუკი „ჩინეთი უარს იტყვის მისი დადგენილი წესების შეცვლაზე“.

 


ტრამპი დაჟინებით ირწმუნება, რომ ჩინეთი აშშ-სთან წლების განმავლობაში არსებული სავაჭრო დისბალანსით უსამართლოდ იღებს სარგებელს.

 


გასულ კვირას ამერიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი 50 მილიარდი აშშ დოლარის ჩინურ საქონელზე დააწესებდა 25%-იან ტარიფებს, რასაც პეკინმა საპასუხო ზომების მიღებით უპასუხა, განაცხადა რა, რომ თავადაც 50 მილიარდი აშშ დოლარის 659 ამერიკულ პროდუქტზე, მათ შორის სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე, ავტომანქანებზე და ზღვის პროდუქტებზე ანალოგიურ პროცენტულ გადასახადებს დააწესებდა.

 


პრეზიდენტმა ტრამპმა აღნიშნა, რომ საპასუხო ზომებით ჩინეთი „ემუქრება ამერიკულ კომპანიებს, მუშებს და ფერმერებს, რომელთაც არავითარი მცდარი ნაბიჯი არ გადაუდგამთ“.

 


აშშ-სა და ჩინეთს შორის ურთიერთობების შემდგომი გაფუჭების შიშით, ორშაბათს საფონდო ბირჟები უკვე დაეცა.

 


შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განცხადება ორშაბათ ღამით გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ მან თავის სავაჭრო მრჩეველებს სთხოვა მოახდინონ დამატებითი ჩინური პროდუქტების იდენტიფიცირება, რომელზეც ახალი ტარიფები უნდა დაწესდეს.

 

 

„თუკი ჩინეთი კვლავ გაზრდის მის ტარიფებს, ჩვენ ამ ქმედებას 200 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების სხვა საქონელზე დამატებითი ტარიფების დაწესებით ვუპასუხებთ. სავაჭრო ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის გაცილებით სამართლიანი უნდა იყოს“. 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი