ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. მესაზღვრეებმა „საზღვრის“ დარღვევის ბრალდებით, საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი ავრცელებს.
მათი ცნობით, ედნარ მსხალაძე, ლეიმონა დვალიშვილი და მანსურ პეტრენდიშვილი, სოფლების - დისევისა და არცევის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.
დაკავებულთაგან ერთი - ედნარ მსხალაძე ქართულ მხარეს უკვე გადაეცა, ორი დაკავებულის საქმეები კი, ოკუპირებული ცხინვალი რეგიონის სასამართლოს გადაეცა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.