„დღევანდელ პირობებში პოლიცია და შინაგან საქმეთა სამინისტრო ნამდვილად საჭიროებს სისტემურ განახლებას“, განაცხადა პარლამენტში მყოფმა შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ, რომელიც მიიჩნევს, რომ „პოლიტიკურად ნეიტრალური პოლიცია“ „კრიტიკულად მნიშვნელოვანია“ საქართველოს განვითარების დღევანდელ ეტაპზე.
„შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩვენ კარგად გვესმის, რომ მართლწესრიგი, ეფექტიანი პოლიცია და პოლიტიკურად ნეიტრალური პოლიცია არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი განვითარების დღევანდელ ეტაპზე ჩვენი ქვეყნისთვის, რამეთუ გვესმის, რომ უსაფრთხოების გარანტიების გარეშე, ვერანაირი ეკონომიკა, ვერანაირი ტურიზმი, ვერანაირი კულტურა, განათლება ვერ განვითარდება, ამიტომაც ჩვენ სრულიად კონცენტრირებულად ვმუშაობთ იმ რეფორმების გასატარებლად, რომლის ძირითადი მიზანიც უსაფრთხოების და მართლწესრიგის ხარისხის გაზრდაა. რეფორმების ამ პაკეტს ჩვენ დავარქვით სისტემური განახლება, რადგან დღევანდელ პირობებში პოლიცია და შინაგან საქმეთა სამინისტრო ნამდვილად საჭიროებს სისტემურ განახლებას“, განაცხადა გიორგი გახარიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.