იუსტიციის მინისტრობის კანდიდატს თეა წულუკიანს „ევროპული საქართველოს“ დეპუტატმა ირმა ნადირაშვილმა საკომიტეტო მოსმენისას უთხრა, რომ მან სასამართლო რეფორმა „მთლიანად ჩააფლავა“ და მისი პარლამენტში ისევ მინისტრობის კანდიდატის რანგში ყოფნა „უხერხულია“.
ნადირაშვილმა აღნიშნა, რომ თეა წულუკიანი „ახლა ბიძინა ივანიშვილისთვის თავის მოწონებას“ ცდილობს, რომ „რამენაირად თანამდებობა შეინარჩუნოს“.
„როგორი არაადეკვატურიც არის ის, რომ ჩვენ აქ დღეს ვხედავთ თეა წულუკიანს წარმოდგენილს როგორც კანდიდატს იუსტიციის მინისტრობისას, სწორედ ასეთივე არაადეკვატური გამოსვლა ჰქონდა ქალბატონ თეას. ჩვენ არ ველოდებოდით იმაზე საუბარს, რაზეც ისაუბრეთ. მე, პირადად თქვენგან, ქალბატონო თეა, ველოდები პასუხებს, როგორ მოხდა რომ თქვენ ხელი ვერ შეუშალეთ მაგალითად, ჩატაევის ციხიდან გამოსვლას და შუა ქალაქში მივიღეთ კრიზისი თქვენს გამო. როგორ მოხდა რომ, ჩააფლავეთ მთლიანად სასამართლო რეფორმა? როგორც მოხდა, რომ თქვენი მადლობები მოვისმინეთ შოთაძის მისამართით მაშინ, როდესაც ქალაქის ცენტრში ასევე კრიზისი გქონდათ შექმნილი და ადამიანები ითხოვნდნენ, რომ სამართლიანად ყოფილიყო გამოძიებული საქმე? ამ კითხვებზე უნდა გვესაუბროთ ჩემი აზრით და არა ისევ ბოღმა ანთხიოთ, როგორც ამას აკეთებთ ამდენი წლის განმავლობაში. გამოდით, ნუ ხართ ჩარჩენილი წარსულში და ნუ ცდილობთ ახლა ბიძინა ივანიშვილისთვის თავის მოწონებას ამ ტრიბუნიდან, რომ რამენაირად თანამდებობა შეინარჩუნოთ. უხერხულია აქ რომ ზიხართ, როდესაც მთელი არასამთავრობო სექტორი აცხადებს, რომ თქვენთან საუბარიც არ უნდათ“, განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.