პარლამენტში, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე, სადაც იუსტიციის მინისტრობის კანდიდატს, თეა წულუკიანს უსმენდნენ, ხმაური იყო. წულუკიანმა განაცხადა, რომ იუსტიციის სამინისტროდან გათავისუფლებულმა თამაზ ახობაძემ და ანა სუბელიანმა, რომლებიც სხდომას თავადაც ესწრებოდნენ, სასამართლოს მოგების შემდეგ, სააღსრულებლო კომისიასთან თანხაზე დაიწყეს ვაჭრობა.
„სასამართლომ ერთ შვენიერ დღეს ჩათვალა, რომ მოქალაქე ახობაძე და მოქალაქე სუბელიანი იყვნენ მართლები და მათ, დიახ, ჩემ მიერ გატარებული რეფორმების წყალობით, იუსტიციის სამინისტროს სისტემას მოუგეს სასამართლო დავები სამივე ინსტანციაში.... ცრუ არის მტკიცება იმის შესახებ, რომ იუსტიციის სამინისტრო ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს არ ასრულებს.... ქ-ნი სუბელიანი და ბ-ნი ახობაძე, როგორც კი სააღსრულებო ფურცელი შემოვიდა, იყვნენ მიწვეული აღსრულების ბიუროში და მათ დაიწყეს ვაჭრობა ფულზე", განაცხადა თეა წულუკიანმა.
მინისტრობის კანდიდატის აღნიშნულ სიტყვებს, ახობაძისა და სუბელიანის პროტესტი მოჰყვა. მათ მანდატურებმა სხდომათა დარბაზი დაატოვებინეს.
„ჩვენ ბოდიშის მოხდაზეც თანახმა ვიყავით, მატყუარა მინისტრო შენ. ეს არის ტყუილი მინისტრი გააჩერეთ როცა ტყუილს ამბობს“, მიმართა იუსტიციის სამინისტროს ყოფილმა თანამშრომელმა, თამაზ ახობაძემ მინისტრს დარბაზის დატოვებამდე.
„ფული მათ შემოგვთავაზეს, იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრმა მე შემომთავაზა 65 ათასი ლარი იმისთვის, რომ უარი მეთქვა აღდგენაზე, რაზეც არ დავთანხმდით“, განაცხადა თამაზ ახობაძემ მოგვიანებით ჟურნასლისტებთან საუბრისას.
ანა სუბელიანის თქმით, იგი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას ითხოვს.
„მოვითხოვე იუსტიციის სამინისტროს სახელით ოფიციალური ბოდიში მოეხადათ. ისინი დაადასტურებდნენ, რომ ჩვენი უფლებები ნამდვილად შეილახა და სამინისტრო ამას აღიარებს, ამაზეც უარი გვითხრეს. ამის შემდეგ რომ ბედავს ეს ქალი და ამბობს, რომ ჩვენ ფულზე ვვაჭრობდით, ამის შემდეგ თუ ეს ქალი კიდევ გააგრძელებს იუსტიციის მინისტრობას, მაშინ სახელმწიფო აღარ გვაქვს. ამას გავცემთ შესაბამის პასუხს. ძალიან დავიღალე, მაგრამ გპირდებით, რომ არანაკლებ დავღლი თეა წულუკიანს და ყველას ვისაც ეს ეხება“, განაცხადა ანა სუბელიანმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.