ჩვენი პირველი ინიციატივა შეეხება იდეას, რომ სრულად ჩამოვაწეროთ საგადასახადო დავალიანება ყველა გადამხდელს 2013 წლის 1-ელ იანვრამდე.
ამის შესახებ ამ წუთებში უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში საპარლამენტო უმრავლესობის წინაშე სიტყვით გამოსვლისას პრემიერ მინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ეს დაახლოებით, 36 000 გადამხედლს შეეხება.
„მათ უკან დგას ქართული ოჯახები, მათ უკან დგას ენერგია და საშუალება, რომ მათ განაგრძონ ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში სრულფასოვანი მონაწილეობა", განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.