საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, კანონის უზენაესობის ინდექსით საქართველო აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში პირველ ადგილზეა.
2015 წლის “მსოფლიოს მართლმსაჯულების პროექტის” კანონის უზენაესობის ინდექსის თანახმად, საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონებში პირველ პოზიციას იკავებს, მსოფლიოს 102 ქვეყანას შორის კი ის 29-ე ადგილზეა.
უწყების ინფორმაციით, საქართველოს პოზიცია რეიტინგში წინა წელთან შედარებით 2 ერთეულით გაუმჯობესდა. ის უსწრებს ევროკავშირის წევრ ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა: იტალია, რუმინეთი, საბერძნეთი, ხორვატია, უნგრეთი.
“მსოფლიოს მართლმსაჯულების პროექტის” კვლევა კანონის უზენაესობის მდგომარეობას მსოფლიოს 102 ქვეყანაში ასახავს. პროექტი იყენებს 47 ინდიკატორს, რომლებიც 9 ფაქტორის გარშემო ჯგუფდება: კორუფციის არარსებობა, ღია მმართველობა, მთავრობის უფლებამოსილების შეზღუდვები, ფუნდამენტური უფლებები, წესრიგი და უსაფრთხოება, აღსრულება (კანონის/გადაწყვეტილების), დანაშაულის დონე, სისხლის და სამოქალაქო მართლმსაჯულება.
“ყველაზე მაღალი მაჩვენებელი საქართველოს კორუფციის არარსებობის კუთხით აქვს − მსოფლიო რეიტინგში 0.73 ქულით ქვეყანა 22-ე პოზიციას იკავებს. მაღალია ღია მმართველობის მაჩვენებელიც − 29-ე პოზიცია რეიტინგში. ამ მაჩვენებლის თანახმად, საქართველო ლიდერობს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში. წესრიგისა და უსაფრთხოების ფაქტორის მაჩვენებლის მიხედვით, საქართველო მსოფლიოს მასშტაბით 24-ე ადგილზეა, აღსრულების მაჩვენებლით 25-ე პოზიციას იკავებს, ხოლო სამოქალაქო და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების თანახმად, 26-ე და 35-ე პოზიციებზეა”, – აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში.
მათივე ინფორმაციით, კანონის უზენაესობის ინდექსის კვლევის მეთოდოლოგია ექსპერტთა და მოქალაქეთა გამოკითხვას ეფუძნება. ამ მიზნით თითოეულ ქვეყანაში 100 000-ზე მეტი რესპონდენტი და ექსპერტი გამოიკითხა. 2015 წლის შედეგების თანახმად, რეიტინგში დანია ლიდერობს, ნორვეგია და შვედეთი კი მე-2 და მე-3 ადგილებს იკავებენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.