ჩვენ გვჭირდება ისეთი რეფორმები, რომლებიც დაგვეხმარება დავამარცხოთ საქართველოში მთავარი ეკონომიკური გამოწვევა და ეს ეკონომიკური გამოწვევა არის სიღარიბე, აღნიშნული განცხადება პრემიერ მინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში საპარლამენტო უმრავლესობის წინაშე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
მისი თქმით, ქვეყანას, ზოგადად, ფუნდამენტური რეფორმების გატარება სჭირდება.
„ჩვენ გვჭირდება ფუნდამენტური და ინოვაციური რეფორმები ყველა მიმართულებით, მათ შორის, რა თქმა უნდა, ეკონომიკური ხასიათის. ჩვენ გვჭირდება, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს უფრო კონკურენტუნარიანი მსოფლიო ბაზარზე და შეესაბამებოდეს იმ გამოწვევებს, რაც აქვს 21-ე საუკუნის გლობალურ ეკონომიკას. ჩვენ გვჭირდება ისეთი რეფორმები, რომლებიც დაგვეხმარება დავამარცხოთ საქართველოში მთავარი ეკონომიკური გამოწვევა და ეს ეკონომიკური გამოწვევა არის სიღარიბე. ჩვენ გვჭირდება ყველა ძალისხმევის კონსოლიდაცია, რომ ერთხელ და სამუდამოდ, გავუმკლავდეთ სიღარიბეს საქართველოში", განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.