საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა, თავდაცვისა და უშიშროების, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი ლევან იზორია წარსდგა. თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა უწყებაში განხორციელებულ რეფორმებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
თავდაცვის უწყების პრესსამსახურის ცნობით, სიტყვით გამოსვლისას საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან - აშშ-სთან ერთად ყველაზე ამბიციურ - საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) განხორციელებაზე გაამახვილა ყურადღება. როგორც ლევან იზორიამ აღნიშნა, პროგრამა 18 მაისს დაიწყო და ის საქართველოს ტერიტორიული თავდაცვის ამოცანებისკენაა მიმართული.
„აქამდე წვრთნები, ძირითადად, საერთაშორისო მისიების ფარლებში ამოცანების შესრულებაზე იყო ორიენტირებული. წელს ეფექტიანი შეკავების პოლიტიკის და ნატოს სტანდარტებთან შესაბამისი პოლიტიკის აღსრულების მიზნით, დავიწყეთ პროგრამა, რომელიც მიმართულია სწორედ ამ ეფექტიანი შეკავების პოლიტიკის უზრუნველყოფისკენ, რაც თავის თავში მოიცავს ასევე აღჭურვილობას. ჩვენ დავიწყეთ უპრეცედენტოდ მასშტაბური ნატოს სტანდარტების შესაბამისი აღჭურვილობით იმ ბატალიონების აღჭურვა, რომელიც აღნიშნულ პროგრამას გაივლიან“, განაცხადა თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა.
ლევან იზორიამ ასევე აღნიშნა, რომ თავდაცვის უწყებაში განხორციელებული ოპტიმიზაციის პოლიტიკის შედეგად GDRP-ში მონაწილე ბატალიონების სამხედრო მოსამსახურეებს ხელფასები გაეზრდებათ:
„ეს იქნება ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება იმისა, რომ ჯარისკაცებმა, რომლებიც მაქსიმალურად აკმაყოფილებენ ნატოს სტანდარტებს, შესაბამისი ფინანსური ანაზღაურებაც მიიღონ. საუბარია 100-დან 400 ლარის ფარგლებში რანგის მიხედვით მათ ფინანსურ უზრუნველყოფაზე“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.