ადამიანი ყოველთვის იყო, არის და იქნება ჩვენი პოლიტიკური გუნდის მთავარი ფასეულობა, აღნიშნული განცხადება პრემიერ მინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში საპარლამენტო უმრავლესობის წინაშე სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, ყველა რეფორმა ადამიანის კეთილდღეობისკენ უნდა იყოს მიმართული.
„არც ერთი რეფორმა არაფრად არ ღირს, თუ ის არ არის მიმართული სწორედ ადამიანის კეთილდღეობაზე და მის დაცვაზე, მისი თავისუფლებისა და ღირსების დაცვაზე უპირველეს ყოვლისა და ამასთან ერთად, ისეთი გარემოს შექმნაზე, სადაც თითოეული მოქალაქე შეძლებს თავისი პოტენციალის სრულფასოვან რეალიზაციას საკუთარ სამშობლოში - საქართველოში. ეს არის სწორედ ის ძირითადი პრინციპები, რასაც ჩემი ხედვა ეფუძნება", განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.