ლევან იზორია: „დღეს ჩვენ ყველაზე მეტად ვართ დაახლოებული ნატოსთან“
19-06-2018, 18:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) იმპლემენტაციის წარმატებულ პროცესზე გაამახვილა ყურადღება.

 

 

ლევან იზორიამ აღნიშნა, რომ საქართველოს წარმატება სამაგალითოა ნატოს პარტნიორი ქვეყნებისთვის და სამოდელო ქვეყნადაა დასახელებული. მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, სწორედ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში გერმანიასთან კონტრმობილურობის კუთხით ახალი ინიციატივა არსებობს, რაც 45 მილიონი ევროს ოდენობის მასშტაბურ ფინანსურ დახმარებას ითვალისწინებს.

 

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა აღნიშნა, რომ საქართველო ნატოს წინაშე აღებული ვალდებულებების ერთგული რჩება, რომელიც საერთაშორისო მისიებში შეიარაღებული ძალების მონაწილეობასა და მათი ფუნქციების განხორციელებას უკავშირდება.

 

 

„დღეს ჩვენ ყველაზე მეტად ვართ დაახლოებული ნატოსთან, დღეს საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერით განხორციელებული პრინციპული რეფორმებით უპრეცედენტო მხარდაჭერა გვაქვს, განსაკუთრებით, აშშ-სგან. საქართველოს მთვარობის პროგრამით განსაზღვრული პრიორიტეტების ფარგლებში ჩვენ უფრო ეფექტიანად ვივლით იმ გზაზე, რასაც ჰქვია ნატოში საქართველოს სრულფასოვანი გაწევრიანება,“ აღნიშნა ლევან იზორიამ.

 

 

საკომიტეტო მოსმენაზე თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ნატოსთან თავსებადობის თვალსაზრისით ლოგისტიკურ მიმართულებაზეც გაამახვილა ყურადღება:

 

 

„წელს სამიტის ფარგლებში ნატო განსაზღვრავს ახალი - ლოგისტიკის სარდლობის ჩამოყალიბებას და სწორედ, ეს პრიორიტეტი ხაზს უსვამს ჩვენი თავდაცვითი შესაძლებლობების, ინფრასტრუქტურის, მათ შორის ჩვენი შეიარაღებული ძალების სწრაფი გადაადგილებისა და მობილურობის კომპონენტის უზრუნველყოფას სწორი ლოგისტიკის პირობებში“.

 

 

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი