ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სხდომაზე პრემიერ მინისტრობის კანდიდატს მამუკა ბახტაძეს დეპუტატმა თინათინ ბოკუჩავამ ჰკითხა, ადასტურებს თუ არა, რომ 2012 წელს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ მისი მმართველობის მე-9 წლისთავზე 20 000 ლარი შესწირა და ამასთან, რა მოტივაცია ჰქონდა მას ამ შეწირულობის გაკეთებისას - „დაგაძალათ ვინმემ, თუ იდეოლოგიური თანხვედრა გქონდათ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ და იზიარებდით მის პოლიტიკურ ხედვას?“ იკითხა ბოკუჩავამ.
აღნიშნულთან დაკავშირებით მამუკა ბახტაძემ თქვა: „რაც შეეხება ჩემს მიერ გადარიცხულ თანხას. თქვენ თუ გაინტერესებთ ის, თუ რამდენად მე გადავრიცხე თანხა ნაციონალური მოძრაობისთვის... მე ჩემი თანხა არასდროს გადამირიცხავს „ნაციონალური მორაობისთვის". თქვენ 2012 წელს, იმიტომ, რომ არ ჰქონოდა საშუალება „ქართულ ოცნებას", დაეფინანსებინა პარტია ადექვატურად, შეცვალეთ კანონი და იურიდიულ პირებს აუკრძალეთ პარტიების დაფინანსება. ამას მოჰყვა შემდეგ უკვე ცვლილება კანონში საბანკო საქმიანობის შესახებ - ესეც ყველას გვახსოვს. აქედან გამომდინარე, ჩემი პირადი ფიზიკური ანგარიშის გამოყენება მოხდა მხოლოდ ტექნიკურად. რაც შეეხება იდეოლოგიურ თანხვედრაზე თქვენს შეკითხვას. მე 2011 წლიდან ვარ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი და 2012 წლის პირველ ოქტომბერს მთელ ქართველ ერთად ვიზეიმე თქვენი გასტუმრება“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.