გოცირიძე ბახტაძეს: ამბობთ რომ ქვეყანაში არის დამკვიდრებული არასამართლიანი სისტემა - თქვენ პირდაპირ ადანაშაულებთ თქვენს წინამორბედებს?
19-06-2018, 18:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რა არის ეს ახალი მოდელი, არის თუ არა ძველი მოდელის რევიზია და ვინ არის არასამართლიანი თამაშის წესების შემქნელი, - ამ შეკითხვებით მიმართა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, რომან გოცირიძემ პრემიერ მინისტრობის კანდიდატს პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" სხდომაზე, სადაც მამუკა ბახტაძეს უსმენენ.

 

 

რომან გოცირიძემ პრემიერ მინისტრობის კანდიდატს სთხოვა განემარტა, როდესაც საუბრობს ეკონომიკაში დამკვიდრებულ არასამართლიან სისტემასა და თამაშის წესებზე, გულისხმობს „ქართულ ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლამდე არსებულ მოდელს თუ ეს არის მოდელი, რომლის ტრანსფორმირებაც ქვეყნის სამმა ყოფილმა პრემიერ მინისტრმა ვერ მოახერხა.

 

 

„ბ-ნო მამუკა, თქვენ გისმენდით დღეს უმრავლესობასთან შეხვედრაშიც და თქვენ იმეორებთ ყველა შეხვედრაზე, მათ შორის აქაც, რომ ქვეყანაში არის დამკვიდრებული არასამართლიანი სისტემა და არასამართლიანი თამაშის წესები - ეკონომიკას ეხება ეს. ხომ არ შეიძლება, რომ ეს ასე გავიგოთ - თქვენ პირდაპირ ადანაშაულებთ თქვენს წინამორბედებს, რომლებმაც ამ ექვსი წლის განმავლობაში საფუძველი ჩაუყარეს არასამართლიან სისტემას ან ცოტა რომ შევარბილოთ, არსებობდა იმ დროს არასამართლიანი მოდელი და თქვენმა წინამორბედებმა ექვსი წლის განმავლობაში ვერ შეძლეს არასამართლიანი მოდელის სამართლიან მოდელად ტრანსფორმირება? ანუ, ამ მოდელის ფუძემდებლები ბრძანდებიან ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი და გიორგი კვირიკაშვილი? იმიტომ, რომ თქვენს გამოსვლაში ასეთი პირდაპირი ბრალდება იკითხება.

 

 

თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ეს მოდელი არის ის, რომელიც იმ 9 წლის განმავლობაში შეიქმნა და გინდათ რომ ეს შეცვალოთ, სამწუხაროდ, ამ მოდელის შეცვლის მცდელობა არის ამ 6 წლის განმავლობაში და თავისუფალი ლიბერალური მოდელიდან თქვენ გადახვედით, ასე ვთქვათ, რეგულირებულ ეკონომიკაზე და თვე არ გავა, რომ რამე ახალი უწყება არ შექმნათ და რამე ახალი სახელმწიფო დაწესებულება არ დააფუძნოთ.  ანუ, ახალი მოდელი თქვენი წარმოდგენით რას ნიშნავს? - გადახვევას იმ ფუნდამენტიდან, რაც მემკვიდრეობით მიიღეთ თქვენ, რომელზედაც დგას ქართული ეკონომიკა და რომელიც მიუხედავად თქვენი ცუდი მუშაობისა, უძლებს ასე თუ ისე და ინერციით კიდევ მიდის წინ. აგერ, ინერციით 8 მლნ ტურისტს მივიღებთ ჩვენ მაშინ, როდესაც შევარდნაძის დროს, 300 000 ვიზიტორი შემოდიოდა მხოლოდ სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან. ანუ პირველი შეკითხვა: რა არის ეს ახალი მოდელი, არის თუ არა ძველი მოდელის რევიზია და ვინ არის არასამართლიანი თამაშის წესების შემქნელი", მიმართა გოცირიძემ ბახტაძეს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი