ევროკავშირი ყირიმის ანექსიის გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კიდევ ერთი წლით გახანგრძლივებას აპირებს. ამის შესახებ ლუქსემბურგის წარმომადგენელმა ევროკავშირში, კრისტიან ბრაუნმა განაცხადა.
"არ ვიცი ეს ზუსტად როდის მოხდება, მაგრამ პრინციპული გადაწყვეტილება მიღებულია. შესაძლოა, ეს მოხდეს ევროპის საბჭოს საგარეო კომიტეტის მომდევნო სხდომაზე 22 ივნისს. საუბარია სანქციების ერთი წლით გახანგრძლივებაზე", - განაცხადა ბრაუნმა.
ყირიმის ანექსიის გამო დაწესებული სანქციები მოიცავს ნახევარკუნძულზე წარმოებული პროდუქციის იმპორტის აკრძალვას იმ შემთხვევაში, თუ პროდუქციას უკრაინული სერთიფიკატი არ ექნება, ასევე ინვესტიციების და უძრავი ქონების ყიდვის შეზღუდვას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.