სოფელ გრიგალათში, რომელიც ხარაგაულიდან 48 კმ-ის დაშორებით მდებარეობს, ინფრასტრუქტურული ღონისძიებები მიმდინარეობს. ხარაგაულის მერიის პრესსამსახურის ცნობით, პროექტის ფარგლებში გზის გასწვრის მოეწყობა გვერდულები, საჭიროების ადგილებზე გაკეთდება სანიაღვრე არხები და წყალამრიდები.
„ზემო იმერეთის საზღვარზე, ხევის ადმინისტრაციული ერთეულის აღნიშნული სოფელი ზ.დ 600 მეტრზე, მდინარე რიკოთულას ორივე მხარესაა დასახლებული.
გრიგალათში, მოასფალტებული გზა არასდროს ყოფილა. ადგილობრივები ყვებიან, რომ უგზოობა დიდ პრობლემებთან იყო დაკავშირებული. ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალიდან სოფლის ცენტრამდე მისასვლელი გზის 1 600-მეტრიან მონაკვეთს, ახლა კაპიტალური რეაბილიტაცია უტარდება.
ბეტონის დასხმის სამუშაოები გრიგალათში ხარაგაულის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ, მოადგილე არჩილ მაღრაძესთან და მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროს, თემურ თაბუკაშვილთან ერთად დაათვალიერა.
გზის სიგანე - 3,5 მ-ია, ხოლო ღირებულება - 310 622 ლარს შეადგენს.
ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობა ხარაგაულში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონული განვითარების ფონდიდან ფინანსდება.
პროექტების შესყიდვა და გზების მშენებლობაში 5%-იანი თანამონაწილეობა კი, ადგილობრივი ბიუჯეტიდან ხორციელდება", აღნიშნულია ხარაგაულის მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.