„თქვენი კონკრეტული დავალებით იყო ჩემი გატაცება მოწყობილი“, მიმართა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სხდომაზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატს, გიორგი გახარიას და მას იმ მაღალჩინოსნების სახელები და გვარები ჩამოუთვალა, მოგვიანებით კი მათი ფოტოებიც გადასცა, ვინც მისი თქმით, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან მის გატაცებაში მონაწილეობდა.
„შალვა ბედოიძე, ქალაქის სამმართველოს უფროსი, ეს ადამიანი უშუალოდ იღებდა ჩემს გატაცებაში მონაწილეობას... ბაჭულაშვილი, ქალაქის სამმართველოს მოადგილე, სულხან თამაზაშვილი - ვაკის სამმართველოს უფროსი; თემურ კალანდაძე - გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს უფროსი... მიხეილ ქურდაძე - ძველი თბილისის სამმართველოს უფროსის მოადგილე... თემურ კუპატაძე - საპატრულო პოლიციის უფროსი და თქვენი მოადგილე საბანაძე. ესენი უშუალოდ იღებდნენ დეპუტატის გატაცებაში მონაწილეობას. რომ არა თქვენ, ვის შეეძლო ამ ადამიანებისთვის დავალების მიცემა?“, ჰკითხა მელიამ გახარაიას.
მელიას თქმით, ეს ადამიანები დამატებით ბიძინა ივანიშვილისაგან იღებენ ხელფასს, რომ მსგავსი დანაშაულები ჩაიდინონ.

გახარიამ მადლობა გადაუხადა პოლიციელებს, ვინც რუსთაველის აქციებისას წესრიგს იცავდა და გააფრთხილა ნიკა მელია, რომ მის მიერ კანონის დარღვევის შემთხვევაში, მომავალშიც იგივე განმეორდება.
„რაც შეგეხებათ თქვენ. თქვენ კონკრეტულად არღვევდით წესრიგს. მიგიძღვით ბრალეულობა იმაში, რომ პოლიციის მოთხოვნებს არ ემორჩილებოდით... თქვენ უბრალოდ სპეკულირებთ დეპუტატის იმუნიტეტით, იგივეს განმეორების შემთხვევაში, იგივე შედეგი დადგება... აყენებდით შეურაცხყოფას, განმეორდება ასეთი? იგივე შედეგი იქნება“, აღნიშნა გახარიამ, რომელსაც საუბარს მელია არ აცლიდა, თუმცა მისი მინისტრობის კანდიდატთან ცხარე პოლემიკისას მელიას მიკროფონი გამორთული იყო და შესაბამისად მისი ხმაც გაურკვევლად ისმოდა.
რაც შეეხება მელიას მიერ მუხტარლის საქმესთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ გამოძიებას პროკურატურა აწარმოებს, და ამგვარდ მას „ადრესატი შეეშალა“.
„თქვენ ადგილას ავდგებოდი და აქიდან წავიდოდი არა სამსახურში, წავიდოდი სახლში“, უთხრა მელიამ შს მინისტრობის კანდიდატს, გახარიას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.