ნიკა მელია მამუკა ბახტაძეს: ერთი და იგივეს საუბრობთ - ამოიღეთ თქვენი საუბარი, კვირიკაშვილის, ივანიშვილის და ღარიბაშვილის საუბარი - ვერაფერსაც ვერ გააკეთებთ
19-06-2018, 19:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ერთი და იგივეს საუბრობთ - ამოიღეთ თქვენი საუბარი, კვირიკაშვილის საუბარი, ივანიშვილის საუბარი და ღარიბაშვილის საუბარი და ჩვენ უნდა დაგისვათ ახლა იმაზე შეკითხვები, თუ რას აპირებთ? - ვერაფერსაც ვერ გააკეთებთ, ასე მიმართა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ პარლამენტში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" სხდომაზე პრემიერ მინისტრობის კანდიდატს, მამუკა ბახტაძეს.

 

 

მელიამ პრემიერ მინისტრობის კანდიდატს „საქართველოს რკინიგზის" ხელმძღვანელი პირის პოსტზე საქმიანობის შესახებ შეკითხვები დაუსვა.

 

 

„არც რწმენა იგრძნობა, როცა თქვენ გისმენთ, დაღლილი, ენერგიაგამოცლილი, შინაარსისგან დაცლილი მინისტრთა კაბინეტი გაქვთ.... თქვენი მართველობის პერიოდში, რკინიგზაში ტვირთბრუნვა განახევრდა 50%-ით, შემოსავლები შემცირდა 50%-ით - რას უკავშირებთ ამ ყველაფერს? ახლა ჩვენ გვესაუბრებით - ამას გავაკეთებ, იმას გავაკეთებ, განათლებული ახალგაზრდა ვარ, ბიძინა ივანიშვილი გვერდში მიდგას, რეფორმებს გავატარებ და პრაქტიკაში მნახეთ თქვენ რა შეგიძლიათ. 50%-ით გაანახევრეთ შემოსავალი რკინიგზაში - ეს ერთი და მეორე - საქართველოს რკინიგზაში შემოწმების მიზნით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური შემოვიდა, მაგრამ თქვენგან კატეგორიული უარი მიიღო.... რკინიგზა და აუდიტის სამსახური 5 თვის განმავლობაში დაობდა სასამართლოს ორ ინსტანციაში და მოგიგოთ, აუდიტის სამსახურს დოკუმენტაციას ახლაც არ აძლევთ.... შემთხვევით, ხომ არ უკავშირდება ეს ყველაფერი თქვენი საქმინობისთვის ხელისშეშლას, ანუ დაფარვას იმ მრავალწლიანი საქმიანობის, რომელსაც ადგილი ჰქონდა", მიმართ ნიკა მელიამ მამუკა ბახტაძეს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი