„საქართველოს რკინიგზისთვის“ ფინანსურად ყველაზე წარმატებული, შემოსავლების თვალსაზრისით, 2014-2015 წლები იყო“, განაცხადა პრემიერ მინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ სხდომაზე.
„რაც შეეხება რკინიგზას თქვენ ახსენეთ ტვირთბრუნვა და ახსენეთ შემოსავალიც, ეს არის ორი სხვადასხვა მონაცემები რკინიგზა არის კომერციული საქმიანობა და შესაბამისად მისი წარმატების ან წარუმატებლობის კრიტერიუმი არის მისი შემოსავლები, მისი მარჟები და ის თუ როგორ აფასებს და როგორ აფასებს ინვესტორები ამა თუ იმ კომპანიას და არა ის, თუ როგორ აფასებს მას სუბიექტურად რომელიმე პოლიტიკური პარტია, ან ჯგუფი.
„საქართველოს რკინიგზისთვის" ფინანსურად ყველაზე წარმატებული შემოსავლების თვალსაზრისით 2014-2015 წლები იყო“ - ეს იყო საუკეთესო წლები რკინიგზის ისტორიაში. რაც შეეხება რკინიგზაზე ტვირთების შემცირებას, წელი რომლსაც თქვენ ადარებთ ინფრასტრუქტურულად იყო განსხვავებული, დღეს ის ტვირთის დიდი ნაწილი, რომელიც რკინიგზაზე მოძრაობდა, მოძრაობს მილსადენში და რკინიგზის მაგივრად შემოსავალს ღებულობს საქართველოს საერთაშირისო ნავთობისა და გაზის კორპორაცია", მიმართა ამუკა ბახტაძემ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.