ლევან გოგიჩაიშვილი: ახალი საგადასახადო კოდექსი თავისუფალი ბაზრის და ბიზნესსექტორის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია
19-06-2018, 20:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი პრემიერმინისტრობის კანდიდატის, მამუკა ბახტაძის ინიციატივას გამოეხმაურა, რომელიც საგადასხადო რეფორმას ეხება.

 


„მისასალმებელია, რომ მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით, მთავრობა გეგმავს ახალი საგადასახადო კოდექსის შემუშავებას და ძალიან კარგია, რომ ეს მოხდება კერძო სექტორის ჩართულობით. კოოპერაცია იქნება მაღალი კერძო სექტორსა და მთავრობას შორის, რაც საშუალებას მოგვცემს ერთობლივი ფიქრისა და ანალიზის საფუძველზე შევქმნათ ახალი საგადასახადო კოდექსი. მამუკა ბახტაძემ თავად გამართა არაერთი შეხვედრა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან და მათგან მოისმინა ის წინადადებები, რომლებიც უკავშირდება საგადასახადო კანონმდებლობის შექმნას და იმ მომავალში განსახორციელებელ ცვლილებებს, რომელიც კერძო სექტორისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს დროული და მნიშვნელოვანი ინიციატივაა. ბოლო წლების განმავლობაში საგადასახადო კოდექსის ათობით ცვლილება განხორციელდა, იმისათვის რომ ბუნდოვანი და ორაზროვანი რეგულაციები გასწორებულიყო, რამაც ხარისხობრივად ახალ სიმაღლეზე აიყავანა საგადასახადო კანონმდებლობა საქართველოში. კერძო სექტორთან, პროფესიულ წრეებთან ერთობლივი მუშაობით შესაძლებელია, რომ ახალმა საგადასახადო კოდექსმა უზრუნველყოს კიდევ უფრო მეტად მარტივი და სამართლიანი წესების დამკვიდრება, რაც თავისუფალი ბაზრის და ბიზნესსექტორის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი