საქართველოს თავდაცვის სამინისტროში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი გიგა აბულაძე ხელშეკრულებით დასაქმდება. თავდაცვის მინისტრის თინათინ ხიდაშელის გადაწყვეტილებით, გიგა აბულაძე სამინისტროს ადმინისტრაციაში საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხების მიმართულებით იმუშავებს.
დღეს, გიგა აბულაძე თავდაცვის სამინისტროში პირველად იმყოფებოდა. თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა ახალგაზრდა სამინისტროში მიიღო და საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით მის ხედვას გაეცნო.
თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი გიგას გასულ კვირას, მარათონის ტიპის გარბენში „ერთად ვიმარჯვებთ“ ფარგლებში შეხვდა.
25 წლის გიგა აბულაძეს თანდაყოლილი სპინალური ამიოტროფია აღენიშნება, რის გამოც გადაადგილება უჭირს; თუმცა, ის აქტიურ ცხოვრების წესს მისდევს.
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საკითხთან დაკავშირებით, გიგა არაერთი სტატიის ავტორია.
დაინტერესებულია მარკეტინგის, მენეჯმენტისა და ბრენდინგის მიმართულებით. ამ თემაზე გიგა ონლაინ ლექციებს რეგულარულად ისმენს და შეძლებისდაგვარად, სხვადასხვა სემინარს ესწრება. მოგვიანებით, მარკეტინგის კუთხით უმაღლესი განათლების მიღებასაც გეგმავს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.