ნიკა მელია: „მამუკა ბახტაძეს პირველი თავისივე გუნდის წევრები ჩაარტყამენ ლახვარს ზურგში... მას ბიძინა ივანიშვილმა დამოკლეს მახვილი დაკიდა“
19-06-2018, 23:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია აბსოლუტურად დარწმუნებულია, რომ პრემიერობის კანდიდატს, მამუკა ბახტაძეს პირველი „თავისივე გუნდის წევრები ჩაარტყამენ ლახვარს ზურგში“.

 


როგორც მელიამ „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა, ბახტაძე „ეშაფოტზე შეაყენეს“ და მას ბიძინა ივანიშვილმა „დამოკლეს მახვილი დაკიდა“.

 


„დღეს ქვეყანას ხელისუფლება არ ჰყავს, აბსოლუტურად დავრწმუნდი და ბატონი ბახტაძე და მე მას პირადადაც მივმართე და ახლაც მივმართავ ეთერიდან, იქნებ, რამდენიმე დღე დარჩა მას და მართლაც მიიღოს სწორი გადაწყვეტილება, გულახდილად გეუბნებით, შევედი მის მდგომარეობაში აბსოლუტურად აი- ეშაფოტზე შეაყენეს, დამოკლეს მახვილი დაკიდეს, ბიძინა ივანიშვილმა დაკიდა მას. აბსოლუტურად სხვაგან არის ადამიანი, აბსოლუტურად სხვაგან არის. წარმოდგენა არ აქვს, მე მართლა დამრჩა ეს შთაბეჭდილება, არ იცის რა ელოდება. თავისივე გუნდის წევრები, ვინც იქ ისხდნენ, პირველები იქნებიან, ვინც ლახვარს ჩაარტყამენ ზურგში. აი, ამაში აბსოლუტურად დავრწმუნდი დღეს, მაგრამ ის, რო ქვეყანას ხელისუფლება არ ჰყავს ეს ნორმალური მდგომარეობა ნამდვილად არ არის. პასუხისმგებლობის მქონე ერთი მაღალი თანამდებობის პირიც არ არსებობს“, განაცხადა ნიკა მელიამ და დაამატა, რომ ჟურნალისტ აფგან მუხთარლის თბილისიდან „თავში ტომრის ჩამოცმით გატაცების“ საქმე კვლავაც გამოუძიებელია, რაზეც შინაგან საქმეთა მინისტრს დღემდე არ აქვს პასუხი.

 


„როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრი იტყვის, მე რა შუაში ვარ მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით და ეს არის პროკურატურის საქმე, თითქოს ის არ იყოს მაღალი თანამდებობის პოლიტიკური პირი, შინაგან საქმეთა მინისტრი საუბრობს ამას - საერთაშორისო დონეზე ყველაზე რეზონანსული, ძალიან ცუდად წარმოჩინდა ქვეყანა ხომ? ადამიანს ტომარა ჩამოაცვეს, შუა მთაწმინდიდან გაიტაცეს, ასივე კამერა წაიშალა, ჩართულები იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები და შინაგან საქმეთა მინისტრი მეუბნება - არ ვიცი, ეს ეთერში გავიდა თუ არა - მე არაფერ შუაში არა ვარ, ეს არის პროკურატურის კომპეტენცია. პროკურატურაში პროკურორი არ გვყავს... ეს პასუხი არის პასუხისმგებლობის მქონე ადამიანიდან?“ იკითხა მელიამ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი