კახა კალაძემ დედაქალაქის იერ-სახის შენარჩუნებისა და მისი სწორი განვითარების მიზნით მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელობას და მის მოადგილეს, ირაკლი ხმალაძეს შესაბამისი დავალებები მისცა და აღნიშნა, რომ სამშენებლო ნებართვების იმ ფორმით გაცემა, რომელსაც აქამდე ჰქონდა ადგილი, აღარ მოხდება.
„რამდენიმე კვირის წინ მე გავაკეთე განცხადება, რომ არქიტექტურის სამსახურში ჩვენ დავიწყეთ სისტემური რეფორმის განხორციელება და იმ პრობლემების მოგვარება, რომლებიც სამშენებლო სერვისების მიმართულებით დედაქალაქს აწუხებდა. ეს იყო პრობლემები, რომლებიც წლების განამავლობაში გროვდებოდა. ეს იყო ბიუროკრატიული მექანიზმების შემცირება და სანებართვო მომსახურების ეფექტიანი მართვა. 10 მაისიდან არქიტექტურის სამსახურმა განსხვავებული სისტემით დაიწყო მუშაობა და მინდა აღვნიშნო, რომ ეს სისტემა წარმატებული აღმოჩნდა. 10 მაისიდან არქიტექტურის სამსახურში რეგისტრირებულ არც ერთ განცხადებაზე არ დაფიქსირებულა ვადაგადაცილება და მოქალაქეები ისევე, როგორც დეველოპერები და არქიტექტორები იღებენ კვალიფიციურ მომსახურებას კანონმდებლობით დადგენილ ვადებში....
არქიტექტურის სამსახურს გამოეყო ურბანული სამსახური. ამ მიმართულებით, უნდა ვიყო გულწრფელი, ჩვენ გვაქვს პრობლემები, რადგან ჯერ კიდევ რჩება ბევრი საკითხები წინა მთავრობისდროინდელი, რომლებიც ჯერ არ განხილულა და საკმაოდ ბევრია ასეთი საკითხი. მე მინდა დავავალო ვიცე მერს, ბატონ ირაკლი ხმალაძეს, ურბანული სამსახურის ხელმძღვანელთან ერთად, ორი კვირის ვადაში ყველა პრობლემური საკითხი, რომელიც არის დაგროვებული, იქნას მოგვარებული, პასუხი იქნას ამ საკითხებზე გაცემული. და პარალელურად, უნდა შეიქმნას სისტემა, რაც არქიტექტურის სამსახურში განხორციელდა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ მოვემსახუროთ ჩვენი ქალაქის მოსახლეობას უპრობლემოდ, არანაირი დაბრკოლებები არ უნდა შეიქმნას და ეს სისტემა უნდა იყოს გამართული. ამისთვის გაქვთ ორი კვირა და დაიწყეთ დღიდან მუშაობა....
თუმცა, არის მეორე მხარეც, მე მინდა მივმართო მშენებლებს, მინდა მივმართო დეველოპერებს - ჩემო მეგობრებო, ჩვენ ვხედავთ, თუ რა მდგომარებამდე მივიდა ქალაქი იმ შენობა-ნაგებობებით, იმ არასწორი მშენებლობებით, შესაბამისად, ის მოთხოვნები, რომლებიც აქვს არქიტექტურის სამსახურს, ის მოთხოვნები, რომლებიც აქვს ურბანულ სამსახურს, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს მოთხოვნები იყოს დაკმაყოფილებული. კვლევები, რომლებიც არის მოთხოვნილი - ყველაფერი უნდა იყოს დაკმაყოფილებული იმიტომ, რომ ის, რაც ხდებოდა წლების განმავლობაში და როგორც ხდებოდა ნებართვების გაცემა, მე პირობას გაძლევთ, რომ ჩვენ ამ ფორმით ვერ ვიმუშავებთ და არ ვიმუშავებთ. ჩვენ თუ გავაგრძელებთ იგივე ფორმით მუშაობას, რაც წლების განმავლობაში ხდებოდა, ფაქტი გვაქვს სახეზე - შეგვიძლია გადავიხედოთ მარჯვნივ, მარცხნივ და ვხედავთ რა მდგომარეობაა ქალაქში. ეს ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია და ეს არის სწორედ დედაქალაქის მოსახლეობის დაკვეთა. შესაბამისად, ჩვენ ვიქნებით ძალიან პრინციპულები იმ მოთხოვნებში, რომელიც არის წამოყენებული ამ მიმართულებით მერიის შესაბამისი სამსახურების მხრიდან. თუმცა, ჩვენ მხრივ, ის პრობლემები, რომლებიც არსებობს დღეს, ძალიან სწრაფად იქნება მოგვარებული, რომ თქვენ არანაირი პრობლემა არ შეგექმნათ, თუმცა, თქვენი მხრიდანაც მნიშვნელოვანია ნაბიჯების გადმოდგმა ამ მიმართულებით, რომ ჩვენ ერთად შევინარჩუნოთ ქალაქის იერსახე და ერთად შევძლოთ ქალაქის სწორი განვითარება", განაცხადა კალაძემ, რომელმაც ასევე დაუმთავრებელი შენობა-ნაგებობების შესახებაც გააკეთა განცხადება და თქვა, რომ წლების განმავლობაში აღნიშნული ადგილები ანტისანიტარიის ბუდედ იქცა. მან მის მოადგილეს მშენებლებთან ერთად ამ დაუმთავრებელი შენობა-ნაგებობების დასრულების გეგმის მომზადება დაავალა.
„მე მქონდა საუბარი ბატონ მამუკა ბახტაძესთან და მინდა გითხრათ, რომ არის სრული მხარდაჭერა და თანადგომა, რომ ჩვენი მხირდან იქნას წარმოდგენილი კონკრეტული ნაბიჯები, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმისთვის, რომ ეს პრობლემა იქნას მოგვარებული. ამიტომ, მე მინდა ჩემს მოადგილეს, ილია ელოშვილს დავავალო, რომ უახლოეს დღეებში წარმოადგინოთ გეგმა, ცენტრალური ხელისუფლება მზად არის თანამშრომლობისთვის, თუ რამე არის საჭირო მათი მხრიდან რომ გადაიდგას ნაბიჯები, ერთიანი ძალისხმევით ჩვენ მზად ვართ ამისთვის, რომ პრობლემები აწუხებს ადგილობრივ მოსახლეობას იმიტომ, რომ ყველა რაიონში ასეთი შენობა-ნაგებობები, ერთი მხრივ, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ქალაქის იერსახისთვის და მეორე ასევე, სერიოზული პრობლემაა იქ მცხოვრები ადამიანებისთვის - ბევრი ადგილი და ლოკაციაა, სადაც უკვე მშენებლობა დაწყებულია, საძირკველი ამოღებულია, რამდენიმე სართული აშენებულია და გაჩერებულია წლების განმავლოაში და ანტისანიტარიის ბუდედ იქცა. ამიტომ, დროულად, რაც შეიძლება სწრაფად წარმოადგინეთ გეგმა, თუ რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ეს პრობლემა იქნას მოგვარებული", განაცხადა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.