პარლამენტის სხდომაზე საქართველოს მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე იმსჯელებენ
20-06-2018, 10:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე იმსჯელებენ. პარლამენტის ბიუროს სხდომაზე რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგზე უკვე იმსჯელეს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, რიგგარეშე სხდომა 20 ივნისს გაიმართება.

 


„გამოცემულია საქართველოს პრეზიდენტის აქტი - განკარგულება 2018 წლის 19 ივნისს საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ საქართველოს პარლამენტის მოთხოვნის შესაბამისად. სხდომა 20 ივნისს 12:00 საათზე დაიწყება“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 


მისივე თქმით, განსახილველ და კენჭსაყრელ საკითხს წარმოადგენს საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისთვის - „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ ნდობის გამოცხადება.

 


„მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი პირველი მოსმენისთვის დადგენილი წესით განიხილება. ეს იმას ნიშნავს, რომ პარლამენტის წინაშე მოხსენებით წარსდგება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი. შემდეგ გადავალთ კითხვა-პასუხის რეჟიმზე, შემდეგ იქნება უკვე შესაბამისი გამოსვლები, როგორც არის გათვალისწინებული- კომიტეტები, ფრაქციები, უმცირესობა, უმრავლესობა და დასკვნითი სიტყვა“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი