ჩვენ გვეყოლება ახალგაზრდა პრემიერ მინისტრი ძველმოდური იდეებით, აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე, მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადებამდე.
გოცირიძე მიიჩნევს, რომ ახალი ეკონომიკური პროგრამა, ქვეყნის ეკონომიკურ პრობლემებს კიდევ უფრო გააღრმავებს.
„ის პროგრამა ეკონომიკური, რომელიც მან გაგვაცნო, ეს არის უკანგადადგმული ნაბიჯი და უკანდახევა იმ პრინციპებიდან, რომელიც შეიქმნა საქართველოში „ვარდების რევოლუციის" შემდეგ და რომელმაც საქართველოს ეკონომიკა დააყენა ფეხზე.
6 წლის განმავლობაში ხდებოდა რევიზია ამ ეკონომიკური მოდელისა და ბოლო წერტილი თავისი გამოსვლებით და იდეებით დაუსვა ახალმა პრემიერ მინისტრმა და ახალი მთავრობა, ფაქტობრივად, იქნება სოციალისტური იდეების მატარებელი, რომელიც კიდევ უფრო გააღრმავებს ეკონომიკაში პრობლემებს", განუცხადა რომან გოცირიძემ „რუსთავი 2"-ს.
პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე დღეს საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე იმსჯელებენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.