თეა წულუკიანი: გიგა ბოკერიას მოუწევს თეა წულუკიანის ატანა პოლიტიკურ სცენაზე
20-06-2018, 12:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

იუსტიციის მინისტრობის კანდიდატი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაშიც თუკი გარდამავალი მთავრობის შემდეგ წარდგენილ ახალა მინისტრთა კაბინეტში თავად წარმოდგენილი არ იქნება, იგი მაინც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერად დარჩება და „გარეთ ყოფნით“ „უფრო თავისუფალი, ძლიერი და კიდევ უფრო შემტევი“ იქნება.

 


„მე მინდა, იმ ადამიანებს, ვინც ამ კითხვას სვამენ, ვუთხრა, ახალ შემადგენლობაში თუ არ ვიქნები, მე ვიქნები გარეთ, მე მექნება გაცილებით უფრო დიდი თავისუფლება პოლიტიკურ ასპარეზში, ჩემს გამონათქვამებში, ჩემს პოზიციებში. ნურავის ექნება ილუზია – ვიქნები „ქართული ოცნების“ გუნდის მხარდამჭერი, ვიქნები შიგნით თუ ვიქნები გარეთ. ამიტომ, ოპონენტებისთვის ჩემი შიგნით თუ გარეთ ყოფნით არაფერი არ იცვლება, პირიქით, გარეთ უფრო თავისუფალი, მოქმედი პირი ვიქნები, უფრო ძლიერი, რადგან სტატუსი არ მექნება და კიდევ უფრო შემტევი, იმიტომ, რომ მე ვფიქრობ, ამ ქვეყანას უფრო სერიოზული და ძლიერი ოპოზიცია სჭირდება“, განაცხადა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას და დააზუსტა, რომ მთავრობის ახალ შემადგენლობაში მისის ყოფნა-არყოფნის თაობაზე მას კონსულტაციები უკვე ჰქონდა და თუკი ის არ იქნება ბახტაძის კაბინეტის წევრი, ბოკერიას და სხვებს მაინც „მოუწევთ თეა წულუკიანის ატანა პოლიტიკურ სცენაზე“.

 


„მე რა თქმა უნდა მქონდა კონსულტაციები იმასთან დაკავშირებით, ვიქნები თუ არა ახალ შემადგენლობაში, მაგრამ ჩემთვის სულერთია, ვიქნები თუ არა, რადგან მე ჩემს ოპონენტებს აქ, პარლამენტის ამ ისტორიულ შენობაში ვეუბნები შემდეგს, თუ არ ვიქნები ახალ შემადგენლობაში, მე ვიქნები არა შიგნით, არამედ გარეთ ისევ „ქართული ოცნების“ მთავარი მოთამაშე, გაცილებით ძლიერი, გაცილებით თავისუფალი ჩემს გამონათქვამებში, პოზიციებში, მოქმედებებში. აქიდან გამომდინარე, ვიყავი და ვარ და სანამ „ქართული ოცნება“ არის პოლიტიკურ სცენაზე, ვიქნები შიგნით თუ ვიქნები გარეთ, ამ გუნდის გუნდური მოთამაშე და მისი გამაძლიერებელი. გარედან ამას კიდევ უფრო კარგად შევძლებ, კიდევ უფრო კარგად შეეშინდებათ ჩემ ოპონენტებს, როცა ვიქნები გარეთ, მათ მიერ დასმულ კითხვებზე ჩემი პასუხების მოსმენა. ამიტომ, მე მათ ვუსამძიმრებ ჩემ არსებობას პოლიტიკურ სცენაზე და ისინი, როგორც ბატონმა ბოკერიამ ერთხელ, მგონი დეკემბერში პარლამენტში თქვა, დიახ, მას მოუწევს თეა წულუკიანის ატანა პოლიტიკურ სცენაზე“, განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი