საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ლოგისტიკის მრავალეროვნული საკოორდინაციო ცენტრის (MLCC) დირექტორთა საბჭოს სამუშაო შეხვედრას მასპინძლობს. აღნიშნული ჯგუფი საერთაშორისო სწავლებების, კურსებისა და სემინარების ლოგისტიკურ დაგეგმვასა და ორგანიზებაზეა პასუხისმგებელი.
ღონისძიება საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, პოლკოვნიკმა ნიკოლოზ ჯანჯღავამ გახსნა, მის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მონაწილეებს წარმატებები უსურვა. შეხვედრის მიზანს ბოლო პერიოდის განმავლობაში განხორციელებული სამუშაოების ერთმანეთისთვის გაცნობა, შეჯამება და სამომავლო გეგმებზე მსჯელობა წარმოადგენს. დისკუსიების ფარგლებში ყურადღება სწავლება Capable Logistician 2019-ზე გამახვილდება, რომელიც 2019 წელს პოლონეთში ჩატარდება და ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების, მათ შორის, საქართველოდან ლოგისტიკური ქვედანაყოფები მონაწილეობენ. სწავლება მოიცავს როგორც საველე, ასევე საშტაბო კომპონენტს და ორ წელიწადში ერთხელ იმართება.
MLCC-ის დირექტორთა საბჭოს სამუშაო შეხვედრა სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ მიმდინარეობს და ორი დღე გაგრძელდება.
ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.