სტიქია დუშეთის მუნიციპალიტეტში - ძლიერი წვიმის შედეგად მოვარდნილმა ღვარცოფმა სოფლებში მისასვლელი გზები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და სასმელი წყლის სათავე ნაგებობები მნიშვნელოვნად დააზიანა.
„ქალაქ დუშეთში დაიტბორა საცხოვრებელი სახლების სარდაფები, დაზიანდა შიდა გზები, ხევის ადიდების შედეგად დაზიანდა კობიაანთ დასახლებასთან დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდი. მთელი ღამის განმავლობაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების მიერ ხდებოდა წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები.
ამჟამად, მობილიზებულია ტექნიკა, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია და გაერთიანებული წყალმომარაგების დუშეთის სერვისცენტრი ერთობლივად ახორციელებენ გზის გაწმენდით სამუშაოებს", აღნიშნულია დუშეთის მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციში.
მათივე ცნობით, სტიქიის ადგილზე სახელმწიფო რწმუნებული გუბერნატორი ლევან ზაუტაშვალი, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი, მერის პირველი მოადგილე გიორგი თანიაშვილი და მოადგილე ზაქარია ხეხელაშვილი, მერის წარმომადგენელი დუშეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შალვა ინაშვილი და მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.