პრემიერ მინისტრობის კანდიდატი მამუკა ბახტაძე პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე მთავრობის განახლებულ პროგრამას წარმოადგენს.
მან თქვა, რომ მთავრობა მაქსიმალურად უნდა იყოს ორიენტირებული ადამიანზე და არსებული პრობლემების გადაწყვეტაზე.
„მცირე მთავრობის კონცეფცია აუცილებელია იმისათვის, რომ ჩვენი მთავრობის პროგრამა სწრაფად და ეფექტურად განვახორციელოთ“, აღნიშნა ბახტაძემ და ოპოზიციის მიერ სამშაბათს გამოთქმულ ბრალდებებზე გააკეთა აქცენტი, რომელიც „საქსრთველოს რკინიგზაში“ აუდიტის სამსახურის თითქოს არშეშვებას ეხებოდა, რაზეც ბახტაძემ თქვა, რომ ეს არის ბრალდება, რომელიც „ბუნებაში არ არსებობს“, რადგან 2017 წელს აუდიტის სამსახურს სრულად მიეცა საშუალება რკინიგზის სამსახურში შესვლისა და მუშაობის.
პრემიერობის კანდიდატმა თქვა, რომ ნამდვილად არ სურს წარსულზე საუბარი, მაგრამ „როცა ჩვენ ვისმენთ უსაფუძვლო ბრალდებებს, როგრიც იყო გუშინ“, მაშინ სიმართლე უნდა ითქვას.
„არავინ არ აპირებს ფოკუსირებას იმ 9 წელზე. ჩვენ უნდა ვიყოთ ფოკუსირებული მომავალზე. აქიდან გამომდინარე, პროგრამა არის ორიენტირებული მომავალზე. თუ არსებობს ხარვეზები ამ პროგრამაში, ერთად განვიხილოთ, მაგრამ მე თქვენგან ასეთი რამე ვერ მოვისმინე“, მიმართა ბახტაძემ ოპოზიციას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.