სალომე სამადაშვილმა მამუკა ბახტაძეს მიმართა: პროკურატურამ დაუყოვნებლივ უნდა აღძრას საქმე და გამოიძიოს თქვენი მონაწილეობა თაღლითურ და შესაძლოა, ასევე ძალიან მძიმე დანაშაულში
20-06-2018, 14:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პროკურატურამ დაუყოვნებლივ უნდა აღძრას საქმე და გამოიძიოს თქვენი მონაწილეობა თაღლითურ და ასევე, შესაძლოა ძალიან მძიმე დანაშაულში, ასე მიმართა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, სალომე სამადაშვილმა პრემიერ მინისტრობის კანდიდატს, მამუკა ბახტაძეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც დღეს მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე მსჯელობენ.

 

 

სამადაშვილმა ბახტაძეს დაუსვა შეკითხვა, აპირებს თუ არა, ითანამშრომლოს გამოძიებასთნ. 

 

 

„გუშინ თქვენ ჩვენს ფრაქციასთან შეხვედრისას დაადასტურეთ, რომ მიიღეთ მონაწილეობა თაღლითურ სქემაში, რაც შეეხება პოლიტიკური პარტიების დაფინანსებას, არსებული კანონის გვერდის ავლით და შესაძლოა, ასევე მიიღეთ მონაწილეობა, სავარაუდოდ, უკანონო შემოსავლების, ასე ვთქვათ, ფულის გათეთრების სქემაში. დაწყებული არის უკვე შესაბამისი მოკვლევა ამ საკითხზე - არასამთავრობო ორგანიზაციებმა გამოითხოვეს შესაბამისი ინფორმაცია. ჩვენ მიგვაჩნია, რომ პროკურატურამ დაუყოვნებლივ უნდა აღძრას საქმე და გამოიძიოს თქვენი მონაწილეობა თაღლითურ და შესაძლოა, ასევე ძალიან მძიმე დანაშაულში, რომელიც ისჯება 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთით, თუ ეს ასევე უკავშირდებოდა ფულის გათეთრების სქემას. მაინტერესებს, აპირებთ თუ არა ითანამშრომლოთ გამოძიების პროცესთან?", მიმართა სალომე სამადაშვილმა მამუკა ბახტაძეს.

 

 

დეპუტატის კიდევ ერთი შეკითხვა სუს-ის რეფორმირების საკითხს შეეხებოდა.

 

 

„ბ-ნო მამუკა, მე გუშინ ვერ მივიღე პასუხი ვერც თქვენგან და ვერც ერთი წარმოდგენილი მინისტრობის კანდიდატისგან იმ შეკითხვაზე, რომელიც ეხება ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას, რომელიც ამ ქვეყნის წინაშე დგას და ეს არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რეფორმა.

 

 

მინდა შეგახსენოთ, რომ საქართვლოში გაერო-ს შესაბამისი პრინციპების დარღვევით, დღემდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამოიყენება პოლიტიკური მიზნებისთვის. ეს პირდაპირ იკრძალება გაერო-ს შესაბამისი დებულებებით, რომელიც პირდაპირ აცხადებს, რომ არ შეიძლება სუს-ის გამოყენება რომელიმე პოლიტიკური პარტიების ინტერესებიდან გამომდინარე. თქვენ თუ არ იცით ამ პრობლემების შესახებ, გირჩევთ გაეცნოთ კვლევას, რომელიც გამოქვეყნდა რამდენიმე დღის წინ, სადაც დასტურდება, რომ სუს-ი, სავარაუდოდ, უსმენს ყველა ჩვენგანს, ვინც შეკრებილი ვართ დღეს აქ, ამ დარბაზში იმიტომ, რომ სწორედ პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს - თქვენც პატივცემულო უმრავლესობა, მას სახელმწიფო. რა არის თქვენი ხედვა ამ სამსახურის რეფორმის თვალსაზრისით", მიმართა სამადაშვილმა ბახტაძეს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი