სტიქია ხარაგაულის მუნიციპალიტეტში - უხვმა ნალექმა სოფელ ლეღვანის მოსახლეობა დააზარალა
20-06-2018, 14:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სტიქია ხარაგაულის მუნიციპალიტეტში - გუშინ საღამოს მოსულმა უხვმა ნალექმა სოფელ ლეღვანის მოსახლეობა დააზარალა.

 

 

 

 

ადიდებულმა ღელემ ცენტრალურ გზაზე ქვა-ღორღი გამოიტანა და ნათესები დატბორა. დაიტბორა, ასევე, რამდენიმე მოსახლის საცხოვრებელი სახლი და ეზო. დაზიანდა სასმელი წყლის სათავე ნაგებობა და მილები.

 


სოფელში არსებული მდგომარეობა ადგილზე შეისწავლეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, არჩილ მაღრაძემ, ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა, თემური თაბუკაშვილმა, ლეღვანის ადმინისტრაციულ ერთეულის დეპუტატმა, ნიკოლოზ მაღრაძემ და მერის წარმომადგენელმა გელა მაღრაძემ.

 

 

 

 

„სოფელში, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ, ტექნიკა შესულია და უკვე დაწყებულია მუშაობა, გაიწმინდება ღელის კალაპოტი, ცენტრალური გზა და მოწესრიგდება სასმელი წყლის სათავე-ნაგებობაც. შევეცდებით დროულად აღდგეს ცენტრალურ გზაზე მოძრაობა და რაც შეგვეძლება მაქსიმალურად დავეხმარებით მოსახლეობას", განაცხადა მერის პირველი მოადგილემ, არჩილ მაღრაძემ.

 

 

ინფორმაციასა და ფოტომასალას ხარაგაულის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი