„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ პრემიერ მინისტრობის კანდიდატის, მამუკა ბახტაძის მიერ წარმოდგენილი სამთავრობო პროგრამა „მავნებლობა და უაზრობაა“, რომელსაც ასრულება არ უწერია.
„ბატონო მამუკა, თქვენ ალბათ არ გაგიკვირდებათ, რომ თქვენი ახალი პროგრამა ჩვენი გუნდისთვის, ჩემთვის პირადად არათუ დამაჯერებელი არ არის, ძირითადად, იქ რა იდეებიც არის მოტანილი ან მავნებლობად მიგვაჩნია, ან უაზრობად ან უბრალოდ ვშიშობ, რომ ლოზუნგად დარჩება. მაგრამ ჩვენი პოზიცია ერთია. მე ასეთი კითხვა მაქვს თქვენთან: ამ თქვენი ახალი „ბრწყინვალე“ იდეებიდან, რომლის განხორციელებაში გიშლიდათ ხელს პრემიერ მინისტრი კვირიკაშვილი? რომელს გიბლოკავდათ აქამდე? თუ არც ერთს არ გიბლოკავდათ და ყველა ეს ბრწყინვალე იდეა მოგივიდათ მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ მისი მოხსნა გადაწყდა. ამაზე უნდა გასცეთ პასუხი საზოგადოებას“, მიამართა გიგა ბოკერიამ მამუკა ბახტაძეს და განაგრძო:
„მეორე, თქვენ არაფერი არ გითქვამთ რეალურად სასამართლო სისტემაზე და მის რეფორმირებაზე. აქედან სწორად გავიგე მეც, რომ თქვენც წულუკიანის ჭკუაზე ხართ და თვლით, რომ ყველაფერი კარგად არის? ამ თემას მერე გავაგრძელებ კიდევ.... მაგალითად, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი, რომელიც საკვანძო ინსტიტუტია, რომელმაც ნდობა უნდა მოიტანოს სასამართლოში და რეალური შეჯიბრებითობა, რომლის გაფართოებაც თქვენმა გუნდმა გააჩერა. ამაზე გვითხარით რა? ან დაგვიმძიმეთ ვითარება, რომ თქვენც ასე თვლით ან გვითხარით, რომ არ იზიარებთ იმ მოსაზრებებს, რომელიც აქვს თქვენს ერთ-ერთ მინისტრს, წულუკიანს და ბოლოს, თქვენ ბევრი ეგზოტიკური იდეები გაქვთ ცალკეულ სფეროებში და რაღაც საგადასახადო შეღავათებზე და აქ, ამ დარბაზში, თქვენი უმრავლესობიდან, რომელიც რატომღაც ირონიულად უყურებს თქვენს აქ რეგულარულად სიარულს და ეს სასაცილოდ მიაჩნია და საკუთარი პოლიტიკური წონის აწევაც კი არ უნდა, რომ პრემიერ მინისტრმა ხშირად იაროს პარლამენტში მათ კითხვებზე პასუხების გასაცემად და არა მარტო ჩვენ კითხვებზე. აქიდან აი ბევრ ისეთ ლობისტურ იდეას მოისმენთ, რომ აი იმას უჭირს, იმას გაუკეთეთ შეღავათი, აგრარულს, მერე ვიღაც გეტყვით, რომ მსუბუქ მრეწველობას. მე კითხვა უნდა გაგიმეოროთ: რატომ არ განიხილავთ საერთოდ საერთო ეროვნული გადასახადების დაწევის საკითხს? თუ იხილავთ და ჯერ არ გვეუბნებით? - დღგ, საშემოსავლო და როგორც მინიმუმ იმ გადასახადების დაწევის საკითხს მაინც, რომელიც თქვენ გაზარდეთ ამომრჩევლის მოტყუებით - აქციზის - საწვავაზე, რომელმაც დაარტყა მთელ ეკონომიკას და ყველა მოქალაქეს“, მიმართა ბოკერიამ პრემიერ მინისტრობის კანდიდატს, რომელმაც პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე მთავრობის განახლებული პროგრამა წარმოადგინა.
ბახტაძე ბოკერიას და სხვა დეპუტატების მიერ დასმულ შეკითხვებს პასუხებს 16:00 საათიდან გასცემს, როცა პარლამენტში რიგგარეშე სხდომა განახლდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.