ასეთი მიდგომით და ასეთი შემადგენლობით ეს მთავრობა ამ ქვეყანას ვერანაირ პოზიტივს ვერ მოუტანს, აცხადებს „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამის შეფასებისას.
მისი თქმით, ერთადერთ გამოსავლად კვლავ მთავრობის „სახლში გაშვება" რჩება.
„პირველი ტესტი გახლავთ ის, რომ თუ ახალ მთავრობაში იქნება ქალბატონი თეა წულუკიანი, ე.ი. არაფერი არ შეიცვლება. მეორე ტესტი გახლავთ ის, რომ თუ ახალ მთავრობაში ისევ იუსტიციის დღევანდელი მინისტრი დაასახელებს ახალ პროკურორს, ე.ი. არაფერი არ შეიცვლება. თუ ახალი მთავრობა არ შექმნის დამოუკიდებელ საგამოძიებო ორგანოს, არ შეცვლის შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის დღევანდელი ფუნქციონირების წესს, ე.ი. არაფერი არ შეიცვლება. ანუ არც ერთი იმ მიმართულებით, სადაც არსებობს საზოგადოების მოლოდინი, სადაც არსებობს თუნდაც ზაზა სარალიძისა და მისი ოჯახის მოლოდინი, სადაც არსებობს იმ ადამიანების მოლოდინი, ვინც დღევანდელ უსამართლობას აპროტესტებს, არც ერთი ამ მიმართლებით არ მოგვისმენია არც ერთი სიტყვა ცვლილებების აუცილებლობასთან დაკავშირებით. ასეთი მიდგომით და ასეთი შემადგენლობით ეს მთავრობა ამ ქვეყანას ვერანაირ პოზიტივს ვერ მოუტანს. ეს არის მართლაც დროებითი მთავრობა ოღონდ ორი კვირით არა, მაგრამ დროებითი მთავრობა და ერთადერთი გამოსავალი არის არა სახელებისა და გვარების გადანაცვლებაში, არამედ მთლიანად ამ პოლიტიკური გუნდის დამარცხებაში და სახლში გაშვებაში", აცხადება დავით ბაქრაძე „რუსთავი 2"-თან საუბრისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.