საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატმა, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ საქართველოს პრემიერ მინისტრობის კანდიდატს, მამუკა ბახტაძეს სასამართლო სისტემის რეფორმის შესახებ დაუსვა შეკითხვა და მისგან პასუხის მიღება მოითხოვა იმასათან დაკავშირებით, თუ რატომ შეაჩერა „ქართულმა ოცნებამ“ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის გაფართოება.
„თქვენ არაფერი არ გითქვამთ რეალურად სასამართლო სისტემაზე და მის რეფორმირებაზე. აქედან სწორად გავიგე მეც, რომ თქვენც წულუკიანის ჭკუაზე ხართ და თვლით, რომ ყველაფერი კარგად არის? ამ თემას მერე გავაგრძელებ კიდევ.... მაგალითად, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი, რომელიც საკვანძო ინსტიტუტია, რომელმაც ნდობა უნდა მოიტანოს სასამართლოში და რეალური შეჯიბრებითობა, რომლის გაფართოებაც თქვენმა გუნდმა გააჩერა. ამაზე გვითხარით რა? ან დაგვიმძიმეთ ვითარება, რომ თქვენც ასე თვლით ან გვითხარით, რომ არ იზიარებთ იმ მოსაზრებებს, რომელიც აქვს თქვენს ერთ-ერთ მინისტრს, წულუკიანს“, განაცხადა ბოკერიამ.
მამუკა ბახტაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე მთავრობის განახლებული პროგრამა უკვე წარმოადგინა, ხოლო დეპუტატების მიერ დასმულ შეკითხვებს პასუხებს 16:00 საათიდან გასცემს, როცა პარლამენტში რიგგარეშე სხდომა განახლდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.