„მივესალმები ცვლილებების სურვილს, რომელიც პრემიერობის კანდიდატის განწყობებსა და სამოქმედო პროგრამაში იკვეთება“, აცხადებს „ქართული ოცნების“ დეპუტატი მერაბ ქვარაია, რომელიც პრემიერ მინისტრობის კანდიდატის, მამუკა ბახტაძის მიერ წარმოდგენილი ახალი სამთავრობო პროგრამის წარმოდგენის შემდეგ ამბობს, რომ მთავარია თითოეული ცვლილება დარგის სპეციალისტების მიერ სიღრმისეული კვლევის შედეგად განხორციელდეს“.
„როცა ხელისუფლება რეფორმებისკენ არის მოწოდებული, ეს ნიშნავს რომ ის ადეკვატურია იმ მოთხოვნებისა და ტენდენციების, რაც თანამედროვე მსოფლიოშია. ჩვენს დინამიურ სამყაროში, რომელიც ყოველწუთიერად იცვლება, აუცილებელია მუდმივი სწრაფვა სახელმწიფო ინსტიტუტებისა და სისტემების სრულყოფისკენ და აუცილებელია ფეხი ავუწყოთ ამ დინამიკას. მთავარია თითოეული ცვლილება დარგის სპეციალისტების მხრიდან შესაბამისი ექსპერტული ანალიზისა და სიღრმისეული კვლევის შედეგად განხორციელდეს“, განაცხადა მერაბ ქვარაიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.