საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოში ვიზიტად მყოფ ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის - ეუთოს ელჩებს შეხვდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდნენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, პრზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე და საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი, საქართველოსთვის ეუთოს მხარდაჭერის მნიშვნელობა და ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული პროცესები განიხილეს.
„განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უსაფრთხოების პრობლემატიკას და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას. იმ საკითხებს, რაც უკავშირდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანების გატაცებას, წამებას, ადამიანის უფლებათა დარღვევას.
საუბარი შეეხო იმ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომლითაც უნდა გააქტიურდეს საერთაშორისო ორგანიზაციების და განსაკუთრებით ეუთოს როლი რეგიონში არსებული უსაფრთხოების კონტექსტში. პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, იმას, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები არ უნდა იყოს დარჩენილი მონიტორინგის მიღმა.
გიორგი მარგველაშვილმა ეუთოს წევრი ქვეყნების ელჩებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა იმ პოლიტიკის შესახებ, რომელსაც რუსეთის ფედერაცია ახორციელებს რეგიონში და პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ელჩებს იმ დახმარებისათვის, რასაც საქართველო გრძნობს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისა და არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით.
პრეზიდენტის საერთაშორისო მდივნის თენგიზ ფხალაძის განცხადებით, შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოში მიმდინარე შიდა პროცესებს, დემოკრატიულ გარდაქმნებს იმას, და თუ რა რეფორმები ტარდება", აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.