მამუკა ბახტაძე: „რაც შეეხება დაფინანსებას ჩემს მიერ „ნაციონალური მოძრაობის" 20 000 ლარით, გავიმეორებ - მე ჩემი თანხა არასდროს არ გადამირიცხავს „ნაციონალური მოძრაობისთვის“
20-06-2018, 16:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თუ ეს იყო თაღლითობა, ძალიან საინტერესოა, მაშინ ამ თაღლითობის ბენეფიციარი ვინ არის, ასე უპასუხა პარლამენტის პლენარულ სხოდმაზე პრემიერ მინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბატაძემ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, სალომე სამადაშვილის შეკითხვას თაღლითურ სქემაში მის შესაძლო მონაწილეობასთან დაკავშირებით.

 

 

„რაც შეეხება დაფინანსებას ჩემს მიერ „ნაციონალური მოძრაობის" 20 000 ლარით, მე გავეცი ამ კითხვაზე ამომწურავი პასუხი გუშინ და ვინც ვერ გაიგო ან არ გაიგო, დღესაც გავიმეორებ. მე ჩემი თანხა არასდროს არ გადამირიცხავს „ნაციონალური მოძრაობისთვის" და თქვენს მიერ ინიცირებულმა კანონმა, რომელმაც აკრძალა იურიდიული პირების მიერ დაფინანსება პარტიების იქიდან გამომდინარე, რომ „ქართულ ოცნებას" არ ჰქონოდა საშუალება, მიეღო შესაბამისი დაფინანსება 2012 წლის არჩევნებში და ამავე დროს, ასეთ კანონს თქვენ მიეცით უკუქმედების ძალა, გამოიწვია ის, რომ ტექნიკურად მოხდა გამოყენება ფიზიკური პირების ანგარიშების. ასეთი არის 30 000-ზე მეტი ადამიანი", განაცხადა მამუკა ბახტაძემ სალომე სამადაშვილის შეკითხვის საპასუხოდ.

 

 

პროკურატურამ დაუყოვნებლივ უნდა აღძრას საქმე და გამოიძიოს თქვენი მონაწილეობა თაღლითურ და ასევე, შესაძლოა ძალიან მძიმე დანაშაულში, ასე მიმართა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, სალომე სამადაშვილმა პრემიერ მინისტრობის კანდიდატს, მამუკა ბახტაძეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც დღეს მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე მსჯელობენ.

 

 

სამადაშვილმა ბახტაძეს დაუსვა შეკითხვა, აპირებს თუ არა, ითანამშრომლოს გამოძიებასთნ. 

 

 

„გუშინ თქვენ ჩვენს ფრაქციასთან შეხვედრისას დაადასტურეთ, რომ მიიღეთ მონაწილეობა თაღლითურ სქემაში, რაც შეეხება პოლიტიკური პარტიების დაფინანსებას, არსებული კანონის გვერდის ავლით და შესაძლოა, ასევე მიიღეთ მონაწილეობა, სავარაუდოდ, უკანონო შემოსავლების, ასე ვთქვათ, ფულის გათეთრების სქემაში. დაწყებული არის უკვე შესაბამისი მოკვლევა ამ საკითხზე - არასამთავრობო ორგანიზაციებმა გამოითხოვეს შესაბამისი ინფორმაცია. ჩვენ მიგვაჩნია, რომ პროკურატურამ დაუყოვნებლივ უნდა აღძრას საქმე და გამოიძიოს თქვენი მონაწილეობა თაღლითურ და შესაძლოა, ასევე ძალიან მძიმე დანაშაულში, რომელიც ისჯება 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთით, თუ ეს ასევე უკავშირდებოდა ფულის გათეთრების სქემას. მაინტერესებს, აპირებთ თუ არა ითანამშრომლოთ გამოძიების პროცესთან?", მიმართა სალომე სამადაშვილმა მამუკა ბახტაძეს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი