ბ-ნო ზურაბ, მე ჩემი გამოსვლა გუშინდელიც, დღევანდელიც და მანამდეც დავიწყე და ყოველთვის ვსაუბრობდი იმაზე, რომ ჩვენი მთავრობა ნამდვილად არ აპირებს ფოკუსირებული იყოს იმ ცხრა წელზე, ჩვენ გვინდა ვიყოთ ფოკუსირებული მომავალზე და პრობლემების კონკრეტულ გადაჭრაზე ჩვენი მოსახლეობისთვის, ჩვენი ხალხისთვის, ასე მიმართა პრემიერ მინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ „ევროპული საქართველოს" წევრს, ზურაბ ჭიაბერაშვილს.
როგორც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ბახტაძემ აღნიშნა, მთავრობისთვის მომგებიანი იქნებოდა საუბარი წინა მმართველობის პირობებში განვლილ 9 წელზე, თუმცა, ამას მთავრობის ნაცვლად, თავად ოპოზიცია აკეთებს.
„მაგრამ, საოცარია ის, რომ როგორც ჩანს, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა დღეს ამას ამბობს, რომლისთვისაც მომგებიანია, რომ აპელირება იმ 9 წელზე აკეთოს, ამას აგრძელებთ თქვენ - პირდაპირ გეტყვით, ამას აკეთებთ თქვენ და ვერ გამოდიხართ ამ მდგომარეობიდან. კიდევ რკინიგზის წარუმატებლობაზე საუბრობდით, რკინიგზის მომგებიანობა-არამომგებიანობა არ არის ამ შემთხვევაში თქვენი ინტერესი - სწორედ ეს მდგომარეობაა, რომელიც თქვენ გაქვთ. ძალიან მარტივი მიზეზის გამო - ეს არის იურიდიული დოკუმენტი, თუ როგორ ფლობდა თქვენი მეგობარი - ბატონი დავით კეზერაშვილი რკინიგზის უმსხვილეს შვილობილ კომპანიას - კომპანია „ატალუსი", რომელიც დაბრუნდა რკინიგზაში და ის არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემოსავლების წყარო. მე მესმის, რომ ის 30 მლნ დივიდენდი, რომელიც რკინიგზამ მიიღო ამ საქმიანობიდან, ეს საკმაოდ მსხვილი თანხაა. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო და პირდაპირ გითხრათ - მე ვარ ფოკუსირებული კონკრეტული პრობლემების გადაჭრაზე, გაქვთ კონკრეტული ხედვა, პრეტენზია, მოგწონთ, არ მოგწონთ - ეს განვიხილოთ, მაგრამ საქმეს დავარქვათ რეალური სახელი.
კითხვას რაც შეეხება უმუშევრობასთან დაკავშირებით, მინდა გითხრათ, რომ პირველ კვარტალში, დაახლოებით, 38 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა ბიზნესსექტორში. ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მაჩვენებელი მნიშვნელოვანი ტენდენციის. რეგიონებს შორის არსებობს ასიმეტრია და ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა. თვითონ ტენდეცია კერძო სექტორში სამუშაო ადგილების შექმნის არის საკმაოდ დადებითი და ამას ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ", მიმართა ბახტაძემ ჭიაბერაშვილს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.