მამუკა ბახტაძე: „ტოტალური თავდაცვის კონცეფცია შეიარაღებულ ძალებს განვითარების ახალ დონეზე აიყვანს“
20-06-2018, 18:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ტოტალური თავდაცვა არის ერთადერთი სწორი გზა ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობის მქონე ქვეყნისთვის, რომ განავითაროს თავის შესაძლებლობები ამ მიმართულებით“,- ეს განცხადება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ქუთაისში პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ირაკლი სესიაშვილის საპასუხოდ გააკეთა. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე იმ სამომავლო გეგმებით დაინტერესდა, რომელიც ქვეყანას ნატოსთან დაახლოებასა და თავსებადობის გაზრდაში დაეხმარება. მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ ტოტალური თავდაცვის კონცეფცია შეიარაღებული ძალების განვითარების პროცესს ახალ ეტაპზე აიყვანს, რის შემდეგაც ტოტალური თავდაცვის კონცეფციის მნიშვნელობაზე თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა დეტალურად ისაუბრა.

 


ლევან იზორიას განცხადებით, თავდაცვის სამინისტროს შემუშავებული აქვს შესყიდვების გრძელვადიანი სტრატეგია, რომელიც მნიშვნელოვნად აამაღლებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობას. მინისტრობის კანდიდატმა დეტალურად ისაუბრა ტაქტიკური შეიარაღების შესყიდვაზე, მათ შორის, აშშ-ის მხრიდან ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა "სტინგერების" გადმოცემაზე. საუბარი, ასევე შეეხო გერმანულ მხარესთან კონტრმობილურობის საკითხს, რომელიც მასშტაბურ ფინანსურ დახმარებას გულისხმობს.

 


ლევან იზორიას განცხადებით, ტოტალური თავდაცვის კონცეფციის განხორციელების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ღონისძიებებია დაგეგმილი. თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა სხვადასხვა სამხედრო სწავლებაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ამ რეფორმების შედეგად საქართველო კიდევ უფრო მეტად უახლოვდება ნატოს სტანდარტებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი