„ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, თუ „ქართული ოცნება" თეა წულუკიანს იუსტიციის მინისტრის პოსტს შეუნარჩუნებს, ეს საარჩევნოდ მმართველ პოლიტიკურ გუნდს „ძალიან ძვირი დაუჯდება", რადგან მისივე თქმით, სწორედ წულუკიანია ივანიშვილთან ერთად, „ქართული ოცნების" სახე და სასამართლოსა და მართლმსაჯულების მიმართ პარტიის დამოკიდებულების გამომხატველი.
„გუშინ წულუკიანს დაკვირვებით უსმინეთ კომიტეტზე? გენიალური ფრაზა თქვა მან. მან თქვა, თქვენ მოგმართათ უმრავლესობას, თქვენ გამუნათებდათ - შეიძლებაო ბოლოჯერ გამოვდივარო აქო მინისტრის რანგშიო - ასეთი ტრაგიკული „მეფე ლირისავით" სიტყვები იყო - მაგრამ, გახსოვდეთ, რომ ჩემი მთავარი მიღწევა არის, რომ ყოფილი მთავრობის აწ უკვე ოპოზიციის წარმომადგენლები ვეღარ აკონტროლებენ სასამართლოსო, ხედავთ რამხელა გარღვევაა? ყოფილი კი არ აკონტროლებს, დღევანდელი აკონტროლებს და ეს არის მიღწევა. ამ გენიალურ პასაჟზე ქ-ნი წულუკიანის, ნებისმიერი წარმომადგენელს ავტორიტარული ქვეყნის შეეძლო ასევე მკვირცხლად მიეგო, რომ - ეგ ჩვენთანაც ეგრეა - ყველა დიქტატურაში ყოფილი მთავრობა კი არ აკონტროლებს სასამართლოს, მოქმედი აკონტროლებს....
მინდა ვუთხრა პრემიერ მინისტრობის კანდიდატს, მამუკა ბახტაძეს - ამ ფიგურას თუ აქცევთ თქვენს სახედ კვლავ და დღეს ის არის „ქართული ოცნების" სახე - ივანიშვილი და წულუკიანი ჰოლოგრამასავით რომ წარმოიდგინოთ, პოლიტიკური სიძულვილის განსახიერება, ეს ოპოზიციისთვის საარჩევნოდ კარგიც შეიძლება იყოს, მაგრამ თქვენ და თქვენ გუნდს ძალიან ძვირი ფასი დაგიჯდებათ. თუ გნებავთ რომ ეს იყოს თქვენი სახე და ის განასახიერებდეს თქვენ დამოკიდებულებას სასამართლოს მიმართ, მართლმსაჯულების, წარსულის, მომავლის და აწმყოსი, ახლა ეგ არჩევანი გააკეთეთ ყველამ, ვინც აქ ზიხართ", მიმართა გიგა ბოკერიამ პრემიერ მინისტრობის კანდიდატსა და საპარლამენტო უმრავლესობას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც დეპუტატები მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე მსჯელობენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.