თუ სამართლიანობა არ აღსდგება, ამ ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა ვერ იქნება, განაცხადა „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირმა ინაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც დეპუტატების შეკითხვებს პრემიერ მინისტრობის კანდიდატი მამუკა ბახტაძე პასუხობს.
„ახლა რომ შეკითხვები დავსვა, აქ წარმოდგენილი დროებითი მთავრობიდან ვინ დარჩება და ვინ არა, ეს არავინ იცის ჯერ, ამიტომ ჰაერში გასროლილი იქნება ეს შეკითხვები. ერთდერთი სურვილი, რომელიც მაქვს და მინდა ვთქვა დღეს, არის მოწოდება, შეიძლება ეს ვიღაცისთვის პათეტიკური იყოს, მაგრამ რისთვის ვართ ჩვენ პოლიტიკაში, ჩვენ დეპუტატები, თქვენ მთავრობის წევრები. ჩვენ ყველას გვაქვს ერთი სურვილი, რაღაცა სიკეთე მოვუტანოთ ამ ქვეყანას. თუმცა ზოგი პოლიტიკაში მოდის მავნებლობისთვის, აგერ სხედან ეს ადამიანები, ძალიან ახლოს ჩემგან, მაგრამ კარგი იქნება თუ იმ თაროზე შემოდებულ საქმეებს გადმოვიღებთ, ამ ადამიანებს დავუმტკიცებთ მათ მიერ ჩადენილ დანაშაულებებს და მიბრძანდებიან მათსავე აშენებულ მატროსოვის ციხეებში. თუ სამართლიანობა არ აღსდგება, ამ ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა ვერ იქნება. ამიტომ მე თქვენს მომავალ მოხსენებაში ველოდები სწორედ პასუხს ამაზე, როდის, როგორ აღსდგება სამართლიანობა ამ ქვეყანაში“, მიმართა ირმა ინაშვილმა პრემიერობის კანდიდატს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.