„ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებას იუსტიციის მინისტრობის კანდიდატთან, თეა წულუკიანთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანრი ოხანაშვილი გამოეხმაურა.
როგორც მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, ოპოზიცია გაღიზიანებულია, რადგან თეა წულუკიანმა სტრასბურგის სასამართლოში ვანო მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი „მაღალ დონეზე" აწარმოა, და მისივე თქმით, ოპონენტებს, რომლებსაც სურდათ, რომ მერაბიშვილს პოლიტპატიმრის სტატუსი ჰქონოდა, „კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ".
„კოლეგებო, რამდენიმე საკითხზე მინდა შევაჩერო თქვენი ყურადღება. აქ ქ-ნი ლელა ქებურია საუბრობდა, თითქოს ჩვენს თაიმერზე - ქ-ნო ლელა გადმოერთეთ ახლა ჩვენს თაიმერზე და ყურადღებით მომისმინეთ. როგორც ჩანს, ბატონ გიგა ბოკერიას სჭირდება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში საფუძვლებში გავაღრმაოთ მისი ცოდნა და კიდევ ერთხელ, თქვენს იუსრისტებს იქნებ ჩაეკითხოთ, როდესაც საუბრობთ ასეთი შემართებით, იკითხოთ მაინც ელემენტარულად. ნაფიცმსაჯულთა სასამართლოზე გაამახვილეთ ყურადღება ბატონებო - საუბარი იყო რაზე, თურმე, თქვენ შემოიღეთ ნაფიცმსაჯულთა სასამართლო და შემოიღეთ განსჯადობა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე და ჩვენ ეს არ გავაფართოვეთ. ახლა ერთი შეხსენება - თქვენ შემოიღეთ ეს ინსტიტუტი, თუმცა, შემოიღეთ თბილისში, შემოიღეთ მხოლოდ ერთ მუხლზე და დღეს თბილისის გარდა, არის ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, თელავში, გორში, ზუგდიდში. ეს არის არასწორი, მცდარი წარმოდგენა და შეყვანა ჩვენი საზოგადოების შეცდომაში, შესაბამისად, ჩვენ განსჯადობაც გავაფართოვეთ, ტერიტორიული განსჯადობაც გავაფართოვეთ და ასევე მუხლებთან მიმართებაში განსჯადობაც გავაფართოვეთ. როდესაც ასეთ რაღაცას ამბობთ, მით უმეტეს, ლიდერი ხართ ხომ გუნდის, ელემენტარული საკითხია, რომ ჩაიხედოთ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში.
რაც შეეხება სხვა საკითხებს, თქვენ ასევე თქვით, რომ ქალბატონი თეა წულუკიანი გახადეთ დღეს თემა და გაქვთ უფლება და იტოვებთ იმის უფლებას, რომ რაღაც შტურმი მოაწყოთ. ასეთი ტონით და ასეთი შემართებით გესაუბრათ თქვენი მინისტრებისთვის თუ ამის თავი გქონდათ და მიგემართათ კონკრეტულ საკითხებზე. ახლა მე თქვენ გეტყვით და დაგეხმარებით გაგარკვიოთ, რატომ ცდილობთ - მოისმინეთ ერთი წუთით, ჩაიწერეთ თუ გინდათ - რაზე ხართ ახლა გაღიზიანებულები მარტივად გეტყვით. ქალბატონმა თეამ სამართლებრივი პროცედურა იმდენად კარგად აწარმოა სტრასბურგის სასამართლოში, რომ ივანე მერაბიშვილი, რომელიც სხვათა შორის, მსჯავრდებულია 26 მაისს ჩვენი საზოგადოების ღირსების აყრისთვის, ცემისთვის, სასტიკი ძალადობისთვის და ამის გამო, თქვენ გინდოდათ რომ მისთვის მიგეწებებინათ პოლიტპატიმრის სტატუსი, ქალბატონმა თეამ აწარმოა ისეთი სამართლებრივი პროცედურები და იმდენად მაღალ დონეზე აწარმოა სტრასბურგში გამოსვლა, რომ კოვზი ჩაგივარდათ ნაცარში. ახლა ხართ გაღიზიანებული, რომ როგორ არ მოხდა თურმე და პოლიტპატიმრის სტატუსი არ მიენიჭა ივანე მერაბიშვილს - კაცს, რომელმაც 26 მაისს საზოგადოებას გადაუარა. არ მესმის, იმის უფლებას როგორ იტოვებთ თქვენ, რომ კიდევ გამოდიხართ და მინისტრობის კანდიდატებზე თუ ჩვენს გუნდზე ასეთი იერიშით საუბრობთ. რაზეა მეგობრებო საუბარი? ერთი, რომ იურიდიული ცოდნა არ გყოფნით, მეორე - ასე წამოჭრით საკითხებს და ასეთ პოლიტიკურ უტიფრობას ეწევით. კეთილი იქნებეთ - ან კოდექსში ჩაიხედეთ, ან საქმეში გაერკვიეთ წესიერად და ისე ისაუბრეთ შემდგომ", მიმართა ოხანაშვილმა საპარლამენტო ოპოზიციას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.