იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა, ამჟამად ქართული მართლმსაჯულების მიერ ძებნილმა, ზურაბ ადეიშვილმა რუსთავი2-ზე გადაცემა „არჩევანში“ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ამ საქმეზე, ამჟამინდელი გამოძიება ახალს ვერაფერს იტყვის.
როგორც ყოფილი მინისტრი აცხადებს, ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით საქმის მასალებში ზუსტად დევს ის, რაც რეალურად მოხდა. ადეიშვილის მტკიცებით, მოლოდინი, რომ ახალი გამოძიება რაიმე რადიკალურად განსხავებულს წარუდგენს საზოგადოებას, არ გამართლდება.
„რაც შეეხება ამ საქმეს, სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ ამ სისხლის სამართლის საქმეში ზუსტად არის აღწერილი რაც მოხდა, ძალიან სწორად. ახალი გამოძიება რადიკალურად განსხვავებულ სურათს ვერ დადებს. გარდა ამისა, კიდევ იყო გარკვეული ინფორმაციები, რომლებსაც საქმისადმი გადამწყვეტი მნიშვნელობები არ ჰქონდა. ეს არის დელიკატური პერსონალური ინფორმაციები, რომელიც არ იქნა ასახული გამოძიების გარკვეულ მასალებში, თუმცა ამ საკითხებთან დაკავშირებით ოჯახის წევრები ნამდვილად საქმის კურსში იყვნენ და ამიტომ, ის რაც მოხდა იქ, ნამდვილად საქმეში არის ასახული“, – აღნიშნა ზურაბ ადეიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.